მთავარისიახლეებისპორტიუეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 22 ივნისს დილის 9 საათზე დაიწყება

უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 22 ივნისს დილის 9 საათზე დაიწყება

Published on

თბილისში გასამართი უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 22 ივნისს დილი 09:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ცნობილი სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა, რომელიც ესპანურის კლუბების წარმომადგენლებმა და სფფ-მ ერთობლივად გამართეს. უეფას სუპერთასის ფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან. მატჩზე დასასწრები ბილეთები საიტ Biletebi.ge-ზე გაიყიდება. ბილეთები ფასი 7, 15 და 30 ევრო იქნება. ბილეთების ყიდვა ლარის ექვივალენტში იქნება შესაძლებელი მიმდიანრე სავალუტო კურსის მიხედვით.  2700-2700 ბილეთი "ბარსელონასა" და "სევილიას" ფან-კლუბებს გადაეცემათ, ხოლო 31 000 ბილეთი გულშემატკივრებზე გაიყიდება. დანარჩენ ბილეთებს უეფა დელეგაციებს და ოფიციალურ მოწვეულ პირებს გაუნაწილებს. შეგახსენებთ, რომ ერთ ადამიანს საკუთარი პირადობის მოწმობით მხოლოდ 4 ბილეთის ყიდვის შესაძლებლობა ექნება. ამასთან ერთად ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით თუ პირველივე დღეს 5000 ან მეტი ბილეთი გაიყიდა, სფფ პროკურატურის თანამშორმლების თანხმებლით Biletebi.ge-ს ყველა გაყიდულ ბილეთებს შეამოწმებს. ამის მიზანი ის არის, რომ ბილეთები გადამყიდველების ხელში არ მოხდეს. საბოლოო ჯამში კი Biletebi.ge-ს ყველა ბილეთის გაყიდვის შემთხვევაში დაახლოებით 7600 პასპორტის წარდგენა მოუწევს. იმ შემთხვევაში თუ მატჩის დღეს ბილეთები გასაყიდად დარჩება, ფედერაცია მათ კორპორატიული წესით გაყიდის.

სიახლეები

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია

ავადმყოფობის შემდეგ, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. 24 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან...

“ევროპარლამენტი თვითონ არის სანქცირებული” – ზარქუა

ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ...

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა

თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს...

შვილებთან კონტაქტს მიკრძალავენ – ალეკო ელისაშვილი

ერთი წელი სრული იზოლაციის პირობებში - მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი პატიმარი ალეკო ელისაშვილი წერს,...