მთავარისიახლეებისაზოგადოებაახალსოფლის ყოფილი სკოლა-ინტერნატის გარემონტებულ შენობაში ბინა 42 დევნილ ოჯახს გადაეცა.

ახალსოფლის ყოფილი სკოლა-ინტერნატის გარემონტებულ შენობაში ბინა 42 დევნილ ოჯახს გადაეცა.

Published on

ზუგდიდში, ახალსოფლის რეაბილიტირებულ შენობაში დევნილთა ჩასახლების პროცესი დაიწყო.დილიდან სპორტკომპლექსის შენობაში იმ დევნილთა კენჭისყის პროცესი მიმდინარეობდა, რომლებმაც აპლიკაციები შეავსეს მითითებულ მისამართზე. ახალსოფლის ყოფილი სკოლა-ინტერნატის გარემონტებულ შენობაში ბინა იმ 42 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებსაც შესაბამისი ქულა მიენიჭათ კრიტერიუმების გათვალისწინებით.უკმაყოფილებას გასმოთქვამს ვარდო ჩარგაზია, რომელიც 23 წელია სოფ ოქტომბრის საბავშვო ბაღში ცხოვრობს, კომისიამ მას 8 ქულა მიანიჭა, თუმცა არც თაბუკაშვილის ქუჩაზე და არც ახალსოფლის კორპუსში ბინა არ ერგო.ბინების გაცემის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც აკვირდებიან, „სამეგრელოს ხმის“ წარმომადგენელი თეონა ქარდავა აღნიშნავს, რომ არიან უკმაყოფილო დევნილებიც, თუმცა ყველა მათგანი აუცილებლად დაკმაყოფილდება ფართით.გარდა ამ ბინებისა, დანიის ლტოლვილთა საბჭო დევნილებს 500 ევროს ოდენობით დახმარებასაც დაპირდა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეიმუშავებენ მცირე ბიზნესგეგმას. შეგახსენებთ, რომ მარტის თვეში დევნილებმა ბინები თაბუკაშვცილის ქუჩაზე მიიღეს, მაშინ საცხოვრებელი ფართით 320 ოჯახი დაკმაყოფილდა.

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...