თავდასხმა ტელეკომპანია “ოდიში”-ს დაცვის წევრზე

0
441

ცოტა ხნის წინ ტელერადიკომპანია „ოდიში“ -ს დაცვის წევრს ლ. ქ. – ს თავს დაესხა სამი პიროვნება, რომლებმაც სიტყვიერთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაცვის წევრს. ინციდენტი დაახლოებით 21:25 მოხდა. როგორც თვითმხილველი ჰყვება, მას ხმაური მოესმა. ხმაურზე ტელეკომპანია ოდიშისკენ გაიხედა, სადაც ნახა, რომ სამი უცნობი პირი დაცვის წევრს ედავებოდა. დავასთან ერთად ერთ-ერთმა პირმა ობიექტის დაცვის წევრს ფიზიკურად გაუსწორდა.ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა ლ.ქ. -ს უთხრა, რომ "ახლა ჩვენი დრო მოვიდა" -ო. “სამნი იყვნენ და სამივე მთვრალი. ერთ-ერთი მაღალი იყო და მან დაარტყა ხელი. რომ დაარტყა, მეც მივირბინე, რადგან ახლობელი ბავშვია ჩემი. დარტყმის შემდეგ დაცვის წევრმა „რაციით“ დარეკვა სცადა, რასაც ხელს უშლიდნენ თავდამსხმელები. ორმა დაარტყა ხელი, ხოლო მესამე თავდამსხმელი უყვიროდა – დაანებეთ თავი, წამოდითო“.  მომხდარიდან ცოტა ხანში შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მოვიდა. ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ერთი პირი იქნა დაკავებული, ხოლო ორმა პირმა გაქცევა და მიმალვა მოახერხა. დაზარალებულმა ლ. ქ. – მ ამოიცნო თავდამსხმელი და პოლიციას განუცხადა, რომ "მან იძალადა მასზე". მოგვიანებით პოლიციამ დაკავებული და დაშავებული დაკითხვის მიზნით ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანა.

წინა სტატიათავდასხმა ტელეკომპანია “ოდიში”-ს დაცვის წევრზე
შემდეგი სტატიათავდასხმა ტელეკომპანია “ოდიში”-ს დაცვის წევრზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური