მთავარისიახლეებიკულტურაოთარ თაქთაქიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

ოთარ თაქთაქიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

Published on

რუსთაველის თეატრში დღეს კომპოზიტორ ოთარ თაქთაქიშვილის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, რუსთაველის თეატრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართება წარმოდგენა – "მთვარის მოტაცება – ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა მემკვიდრეობითობა". 
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ქართველი კომპოზიტორის ოთარ თაქთაქიშვილის დაბადების 90 წლის იუბილეს ეძღვნება და ხაზს უსვამს სამი ქართველი ხელოვანის: კონსტანტინე გამსახურდიას, ოთარ თაქთაქიშვილისა და შოთა ნიშნიანიძის კავშირს აფხაზეთთან.
ღონისძიებაში მონაწილეობენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის ორკესტრი, დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, ანსამბლი "რუსთავი", სოლისტები: მაყვალა ქასრაშვილი, ირინე შერაზადიშვილი, თემურ გუგუშვილი, ელდარ გეწაძე, ალუდა თოდუა, ირინე ალექსიძე, ლევან მაკარიძე, კონცერტმაისტერი – დარეჯან მახაშვილი.
სამინისტროს განცხადებით, ნაწყვეტებს კონსტანტინე გამსახურდიას რომანიდან წაიკითხავენ დიმიტრი ჯაიანი და ელდინო საღარაძე. ასევე, ოპერის ლიტერატურული მასალის, მონაწილეების, ხალხურ მუსიკასთან კავშირისა და ოპერის დადგმის შესახებ საღამოზე თამარ წულუკიძე, ანზორ ერქომაიშვილი, გიზო ჟორდანია ისაუბრებენ. 

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად საღამოს ორგანიზატორია აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი.

 

სიახლეები

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...

ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა....

ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრაზბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის...

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები...