დღეს სულთმოფენობაა

Published on

მართლმადიდებლური სამყარო დღეს სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. ამ დღსს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა არულდება, რომლის დროსაც მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადადის. სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადმოვიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. მათ შემყურე იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რომ ისინი მათთვის გასაგებ ენებზე საუბრობდნენ.

სიახლეები

“ოცნების” დაპირისპირება ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან

შალვა პაპუაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს. "ქართული ოცნების"...

“ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის გაუქმების პროცედურა დაიწყო

"ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის გაუქმების პროცედურა დაიწყო. ერთაპარტიულ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონრპექტის ავტორი 7...

აქტივისტებს ჯარიმებს “დიფ სთეითი უხდის”- თენგიზ შარმანაშვილი

"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ პროევროპულ აქციებზე დაჯარიმებულებს, თანხას "დიფ სთეითი" უხდიდის. განცხადება თენგიზ შარმანაშვილმა TV...

ის, ვინც ახლა გაჩერებისკენ მოუწოდებს, ივანიშვილის საქმეს აკეთებს-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახლა, როცა გამარჯვება ასე ახლოსაა, გაჩერება დაუშვებელია. ამის შესახებ...