სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლების პოლიტიკის მიზანია გაამართლოს მცდელობა მაჰაჯირთა მემკვიდრეების ჩასახლებისა თითქოსდა,,,აფხაზეთის კოლონიზატორ’’განდევნილ ქართველთა სახლებში

0
558

რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომი ტრაგედია იყო აფხაზი ხალხისათვის და, რა თქმა უნდა, საქართველოსათვის, რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა საომარი მოქმედება და რომელსაც უამრავი ქართველი და აფხაზის სიცოცხლე შეეწირა, დაცარიელდა აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, რწმენით თუ მოტყუებით მაჰაჯირად იქცა ათეულ ათასობით ადამიანი.

აფხაზეთის ისტორიის ამ პერიოდის მარტივი და ცალსახა განხილვა დაუშვებელია, თუმცა, სამწუხაროდ, სოხუმის რეჟიმის დაკვეთით ბევრი ახალბედა ისტორიკოსი ცდილობს, რაც შეიძლება ხელოვნურად გაბეროს იმ პერიოდში ოსმალეთში გადასახლებულ აფხაზთა რაოდენობა და მათი მემკვიდრეების რიცხვი.,,დაქირავებული მეცნიერების’’აზრით ამჟამად მათი რაოდენობა მარტო თურქეთში 600-700 ათასიდან1 მილიონამდეა.

სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლების პოლიტიკის მიზანია მათ მიერ მაჰაჯირთა მემკვიდრეების რეპატრიაციის მცდელობა განიმარტოს სრულიად კანონზომიერ მოვლენად და ობიექტურად გამართლებულად იქნას მიჩნეული მათი ჩასახლება თითქოსდა ,,აფხაზეთის კოლონიზატორ’’, მაგრამ ახლა განდევნილ ქართველთა სახლ-კარში /

ქარველთა კოლონოზატორებად წარმოჩენას  ცალკეული არაკეთილსინდისიერი მეცნიერების მიერ საფუძვლად უდევს მანიპულაცია ისტორიული ფაქტებით და მისწრაფება დღეს აფხაზეტში გაბატონებულ კონიუნქტურას მოარგონ ისინი.

ნამდვილი ისტორია სხვას გვეუბნება. ქართველები და აფხაზები ერთად უპირისპირდებოდნენ ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიების მეტოქეობასა და ბრძოლას კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში გაბატონებისათვის.

ქართველ და აფხაზ ისტორიკოსების მიერ  80-იანი წლების ბოლომდე უეჭველად იყო მიჩნეული, რომ ქართველები და აფხაზები1877 წლის გაზაფხულზე მედგრად დაუხვდნენ ოსმალთა პირველ სადესანტო შემოტევას და აფხაზეთის მთელი სანაპიროს საარტილერიო დაბომბვას. ცნობილია, რომ დესანტი უპირატესად შედგებოდა კავკასიიდან გადასახლებულთაგან (მაჰაჯირთა პირველი ტალღა), რომლებიც ოსმალეთის გეოპოლიტიკური ინტერესების სამსახურში იყვნენ და ჰყავდათ მომხრეები აფხაზეთში ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით.

ცნობილია, რომ ომის პირველსავე დღეებში დესანტმა წარუმატებლობა განიცადა და ოსმალეთი იძულებული გახდა აფხაზეთში რეგულარული ჯარის ნაწილები შემოეყვანა; მათ შესძლეს სოხუმის აღება, აფხაზეთის ცენტრალური ნაწილის, მთელი სანაპიროს დაპყრობა. იმ დროისათვის უნახავი სისასტიკით აჰყარეს მკვიდრი მოსახლეობა, მასობრივად გადაწვეს საცხოვრებლები, მიწასთან გაასწორეს სოხუმი, სამაგალითოდ დასაჯეს ქართული და აფხაზური მოსახლეობის საუკეთესო წარმომადგენლები (ბევრი მათგანი ტყეში გაქცევით შველოდა თავს), რომლებმაც მათ არ დაუჭირესმხარი.

პეტერბურგში გამომავალი გაზეთ ,,გოლოსის’’ კორესპოდენტი, ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი წერეთელი წერდა: ,,ბუნებიდან დაწყებული ირგვლივ ყველაფერი დაცარიელებული და გავერანებულია….. გაივლი უკიდეგანო სივრცეებს დანახავ, რომ იქ, სადაც სულ ახლახან დასახლებული ადგილები იყო და სიცოცხლე ჩქეფდა, ახლა მხოლოდ ნანგრევებია და არცერთი ცოცხალი არსება!’’(აფხაზეთისისტორია’’, გამომცემლობა,,ალაშარა’’, 1986წ).

1877 წლის13 ივნისს ქართველთა და ადგილობრივი მოსახლეობის (ძირითადში სამურზაყანოელთა) შეიარაღებული რაზმები სოფელ ოქუმთან (ყოფილი სამურზაყანოს ცენტრი) შეეტაკნენ ოსმალთა ჯარებს და ადგილობრივი რელიეფის მოხერხებული გამოყენებით სასტიკად ამარცხებენ მათ. თავი გამოიჩინა სამურზაყანოს თავადაზნაურობამ და გლეხობამ.

1 აგვისტოს ქართველთა და აფხაზთა გაერთიანებულმა რაზმებმა ქ.ოჩამჩირესთან მძიმე ბრძოლებში დაამარცხეს ზღვიდან ზურგგამაგრებული ოსმალები. ადგილობრივ ლაშქარს ავანგარდში ედგნენ სამურზაყანოელი მოლაშქრეები.

იმავე წლის 2 სექტემბერს ქართველები, ადგილობრივი მოსახლეობა რუსეთის რეგულარული ნაწილების მხარდაჭერით ოსმალებისგან ათავისუფლებენ ქ.სოხუმს.

ოსმალთა პანიკურ გაქცევას თან ახლდა აფხაზეთიდან მოსახლეობის თურქეთში ძალადობრივი ხასიათის გადასახლება; ოსმალებს მეომარი ძალა სჭირდებოდათ შემდგომი შემოტევებისათვის, რუსებიც, ისევე როგორც ოსმალები, სამხედრო-პოლიტიკურ მიზნებს მისდევდნენ, ამასთან დაცარიელებული მიწები რუსეთის ხელისუფლებას სჭირდებოდა მზარდი  კაპიტალიზმისათვის სანედლეულო ბაზების მოსაპოვებლად, აფხაზეთის ზღვისპირეთში მომავალი საკურორტო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, ადგილობრივი მოსახლეობის (მათ შორის ქართველების) შესამცირებლად.

მაჰაჯირობაში აფხაზი მოსახლეობის წინააღმდეგ ნეგატიური როლი ითამაშა ინგლისმაც, რომელიც თავის პოლიტიკურ ინტერესებს მისდევდა აღმოსავლეთში.

1977 წელს, ცნობილი აფხაზი და ქართველი ისტორიკოსების  გ.ძიძარიას, ზ.ანჩაბაძის, ა.კუპრავასა და სხვების მიერ მიკვლეული და შესწავლილი დოკუმენტური მასალებით, აფხაზეთიდან გასახლებულ იქნა 50 ათასიკაცი; მათივე დასკვნით 60-70 წლებში აფხაზ-აბაზინური კუთვნილების მაჰაჯირთა საერთო რაოდენობამ 135 ათასი, უბიხებთან და სხვა კავკასიელ ხალხებთან ერთად კი180 ათასი შეადგინა. შემდგომში ბევრი მათგანი, უმძიმეს პირობებში, კვლავ დაუბრუნდა მშობლიურადგილებს. აღნიშნულ ისტორიკოსთა აზრით, 1986 წლისათვის100 ათასზე მეტი მაჰაჯირთა მემკვიდრე ცხოვრობდა თურქეთში, 30 ათასზე მეტი – სხვა ქვეყნებში.

1878 წელს სოხუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა არაკინმა მთელი აფხაზეთის მოსახლეობა (პირველ რიგში ისინი, ვინც მხარს უჭერდა ოსმალეთის იმპერიას) ,,დამნაშავე’’ხალხად გამოაცხადა, რასაც მხარი დაუჭირა ცარისტული რუსეთის ხელისუფლებამ. ცნობილია, რომ აფხაზური მოსახლეობა ,,დამნაშავე'' ხალხად ითვლებოდა1907 წლამდე, სანამ რუსე თმა რადიკალურად არ შეცვალა თავისი პოლიტიკა ამ რეგიონში ანტიქართული მიმართულებით.

აფხაზეთის ქართული მოსახლეობა, რომელსაც უშუალოდ არ შეხებია მაჰაჯირობა, დიდად დაზარალდა ოსმალთა ხანმოკლე ბატონობის პერიოდში: აყრილ იქნა მშობლიური ადგილებიდან, იძულებული იყო შეეცვალა საცხოვრებელი რეგიონები. ამავდროულად, აფხაზეთის ქართველობამ შეიფარა ათეულ ათასობით აფხაზი, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა და პოლიტიკური ორიენტაციისა, ლუკმა-პური, სარჩო-საბადებელი გაუყო და თავისი ტრადიციული დასახლების ვრცელი ტერიტორიები დაუთმო მათ. ხალხური გადმოცემით, ბევრმა ჩრდილოეთკავკასიელმა, რომლებიც იძულებულნი იყვნენ კავკასიის ტრაგიკული მოვლენების გამო ჩამოსახლებულ იყვნენ აფხაზეთში, მიიღეს ადგილობრივ მოსახლეთა გვარები, რათა გადარჩენოდნენ მაჰაჯირობას და დევნა-შევიწროებას.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს ინტელიგენცია, მისი გამოჩენილი წარმომადგენლები ყოველმხრივ უჭერდნენ მხარს მაჰაჯირობის მსხვერპლ მოსახლეობას, შემდგომ ცდილობდნენ დახმარებოდნენ  დაბრუნებაში.

საქართველოს ინტელიგენციის, აფხაზეთის ქართველი და აფხაზი თავადაზნაურობისა და მოწინავე შვილების დამსახურებაა, რომ1883 წელს სოხუმის სამხედრო განყოფილება გადაეცა სამოქალაქო უწყებას და სოხუმის ოლქის სახელწოდებით შეყვანილ იქნა ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში  გუდაუთის, გუმისთის, კოდორის და სამურზაყანოს ადმინისტრაციული  ერთეულები სახით, რამაც კვლავ ქართულ სივრცეში მოაქცია ეს ტერიტორია და ხელი შეუწყო აფხაზთა დახსნას.  თანდათანობით იწყება ქართველთა და აფხაზთა დაბრუნება აოხრებულ, გაჩანაგებულ ტერიტორიებზე,მაგრამ ამავე დროს აფხაზეთში სახლდებიან რუსები, უკრაინელები, ბერძნები, ებრაელები, ესტონელები, მოგვიანებით სომხები, სხვა ეროვნებისწარმომადგენლები. იქმნება აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობა.

დროთა განმავლობაში რუსეთის პოლიტიკამ მიაძინა აფხაზთა ისტორიული მეხსიერება და მიაღწია მათ გაუცხოებას ქართული სივრცისადმი და უკანმოუხედავ სწრაფვას რუსეთსაკენ . სამწუხაროდ, მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში  აფხაზეთის მოსახლეობაში გამოჩნდნენ ძალები, რომლებმაც კვლავ საქართველოს მოსახლეობისაგან განსხვავებული არჩევანი გააკეთეს და ისევ დაუპირისპირდნენ საერთო-სახელმწიფოებრივ ინტერესებს, 

წინა სტატიაზუგდიდიში მე-12 კლასელთა საატესტატო გამოცდები მიმდინარეობს (VIDEO)
შემდეგი სტატიარიგა: „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის დასკვნითი დღე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური