მთავარისიახლეებიკულტურაზუგდიდის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

ზუგდიდის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

Published on

მალე ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში შედგება პრემიერა ადელ ჰაკიმის პიესის მიხედვით დადგმული მონოსპექტაკლისა „დამსჯელი14“ .
სპექტაკლის რეჟისორია ბადრი წერედიანი, მხატვარი -ილია საჯაია.
მონოსპექტაკლში, რომელიც ნებიმიერი დონის მსახიობისათვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს,    ჯარისკაცის როლს  ახალგაზრდა,  მაგრამ თეატრისა და კინოს საკმაოდ გამოცდილი მსახიობი ირაკლი სამუშია შეასრულებს.როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ბადრი წერედიანი ამბობს, პიესის არჩევანი განაპირობა როგორც მისმა უაღრესად თანამედროვე პოეტიკამ, ისე დრამატურგიულმა ხაზმა და თემის  აქტუალობამ – პიესა ასახავს ადამიანის ტრაგიკულ ბედს სამოქალაქო ომის პირობებში და მისგან აღმოცენებული ფანატიზმისა და სიძულვილის ზოგადსაკაცობრიო პრობლემას.

«დამსჯელი 14» ცნობილი არაბული წარმოშობის პარიზელი  დრამატურგის ადელ ჰაკიმის პირველი პიესაა და ფრანგი თეატრალური კრიტიკოსების მიერ პოეტური თეატრის ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშად არის მიჩნეული აღიარებული.  პიესა პირველად  1991 წელს დაიდგა «ჟერარ ფილიპის» თეატრში და იმავე წელს  საკმაოდ პრესტიჟული «მაყურებლის ჯილდო» მოიპოვა.  მას შემდეგ პიესა დაიდგა შვეიცარიაში, ესპანეთში, ქაიროში. იგი  ნათარგმნია სხვადასხვა ენებზე და აი, ქართული პრემიერაც ახლოვდება.

სიახლეები

ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა კი არა, ეს წამებასთან გათანაბრებული მოპყრობაა – ხაბეიშვილი

მე რომ გითხრათ, თუ თქვენ სამართლიანად განსჯით ყველა თქვენ საქმეს, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება...

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა, - განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. ევროკავშირმა რუსეთის...

ტუსკი: ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, ფული დღეს, ან სისხლი ხვალ

დღეს მარტივი არჩევანი გვაქვს: ფული დღეს, ან სისხლი ხვალ - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა,...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის...