მთავარისიახლეებისაზოგადოებაპროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა....

პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. (VIDEO)

Published on

პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა თემაზე „ახალგაზრდების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში“. შეხვედრის განმავლობაში საუბარი იყო ხედვებზე, რომელიც მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესებთან მიმართებაში. ორგანიზატორების განცხადებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის როლი ქართულ-აფხაზური საზოგადოების ნდობის გასაღრმავებლად. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდების ჩართულობაა სამშვიდობო პროექტებში და მიღებული რეკომენდაციების ხელისუფლებისთვის მიწოდება. დღევანდელ შეხვედრას ზუგდიდში მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამშვიდობო პროცესებში ჩართული ექსპერტები მონაწილეობდნენ.

სიახლეები

სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ მიტროპოლიტ იობს

“მივესალმები საზოგადოებას - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელიც ეკლესიის მრევლად თვლის...

აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება

სამხრეთ აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება - სამხრეთ აფრიკული საგამოძიებო გამოცემის, Daily...

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა. ოჯახის წევრები და...

აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები ბრიუსელში ჩავიდნენ

"თავისუფლების ხმა ციხიდან ევროპის დედაქალაქში” - აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული...