მთავარისიახლეებიუკრაინაპოროშენკომ სააკაშვილი რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა

პოროშენკომ სააკაშვილი რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა

Published on

უკრაინის პრესის ცნობით,  პრეზიდენტმა პეტრე პოროშჩენკომ  დაამტკიცა უკრაინის რეფორმების  საერთაშორისო  სათათბირო საბჭოს შემადგენლობა და დებულება. შესაბამისი ბრძანებულება გუშინ, 13 მაისს გამოქვეყნდა  პრეზიდენტის ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე  

საბჭოს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს.

საბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, ევროპარლამენტის წევრები ელმარ ბროკი და იაცეკ სარიუშ – ვოლსკი, სლოვაკეთის ექსპრემიერი მიკოლას ძურინდა, ლიტვის ექსპრემიერი ანდრიუს კუბილუსი, პეტერსონის (აშშ) საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის ექსპერტი ანდრეს ოსლუნდი.

segodnya.ua კორესპონდენტს მოჰყავს ციტატა  მიხეილ სააკაშვილის მიერ თავის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან,  რომ "უკრაინის დიდმა მეგობარმა, პოლონეთი სყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ კვასნევსკიმ გამოთქვა სურვილი, საბჭოს შემადგენლობაში შევიდეს; რაც შეეხება სენატორ ჯონ მაკკეინს, მისგან მიღებულია პრინციპული თანხმობა მონაწილეობაზე, რაც დღეს ჩემთან დიალოგში კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუმცა მას ჯერ ოფიციალური ფორმალური პროცედურების დასრულება სჭირდება კონგრესში. კიდევ რამდენიმე საერთაშორისო მოღვაწე აწარმოებს ჩვენთან მოლაპარაკებას.'' 

რეფორმების საბჭოში გაერთიანებულ მოღვაწეთა   მიზანია დაეხმარონ უკრაინას რეფორმების გატარებაში საერთაშორისო არენაზე გრძელვადიანი მხარდაჭერის ფონზე. 

სიახლეები

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს. მაღალი იერარქებიდან საპატრიარქო ტაძარში იმყოფებიან მიტროპოლიტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ხოლო ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი - ინფორმაცია ეროვნული...

ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "ელენე ციხეშია...

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, იქნება ივანიშვილი – ოპოზიციის ალიანსი ხოშტარიას განაჩენზე

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა,...