მთავარისიახლეებიუკრაინარადამ ნიდერლანდებს მიმართა თხოვნით დააბრუნოს უკრაინაში სკვითების ოქრო

რადამ ნიდერლანდებს მიმართა თხოვნით დააბრუნოს უკრაინაში სკვითების ოქრო

Published on

ამსტერდამში 2014 წლის თებერვლიდან  რჩება სკვითური ოქრო, რომელიც წარმოადგენდა ნაწილს გამოფენისა ,,ყირიმი. ოქროს კუნძული შავ ზღვაში.’’

12 მაისს უკრაინის უმაღლესმა რადამ  მხარი დაუჭირა მიმართვას ნიდერლანდების სამეფოს გენერალური  შტატებისადმი არ დაუშვას სააერთაშორისო ნორმების დარღვევა და  ხელი შეუწყოს უკრინის კულტურული ფასეულობების დაბრუნებას კანონიერი მფლობელისათვის – უკრაინის ხალხისათვის

უკრაინის რადას 249 დეპუტატი თავის მიმართვაში აცხადებს, რომ საუბარია ექსპონატებზე, რომელიც წარმოდგენილი იყო ამსტერდამში, ალლარად პირსონის სახელობის ნიდერლანდების  არქეოლოგიურ მუზეუმში 2014 წლის თებერვალ – აგვისტოში გამართულ  გამოფენაზე ,,ყირიმი. ოქროს კუნძული შავ ზღვაში. ‘’

ექსპონატებს შორისაა ასობით  ფასდაუდებელი ნივთი  – ყირიმის  ცენტრალური მუზეუმის  – თავრიზის სასახლის,  ქერჩის ისტორიულ – კუტურული ნაკრძალის, ხერსონესის თავრიზის,  ბახჩისარაის ეროვნული საგანძურებიდან,   უკრაინის სახელმწიფო სამუზეუმო ფონდიდან.

გამოფენის ვადები  დასრულებულია  და ძალადაკარგულია ყველა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს უკრაინის სამუზეუმო ფასეულობების ნიდერლანდებში დაყოვნების  კანონიერებას, მაგრამ  ექსპონატების დაბრუნებას უკრაინაში  მთელი ძალით ცდილობს  რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრო, რომელიც აცხადებს, რომ ყირიმის მუზეუმების საგანძური არა უკრაინის, არამედ რუსეთის ფედერაციის  საკუთრებაა და მას უნდა გადაეცეს.

ყირიმის ანექსიის შემდეგ ჰოლანდიის მხარემ   რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს  დაჟინებული მოთხოვნისმიუხედავად უარი თქვა  ექსპონტების დაბრუნებაზე ყირიმის მუზეუმებში იმ მოტივით, რომ ეს ექსპონატები უკრაინისგან მიიღო. 

სიახლეები

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს. მაღალი იერარქებიდან საპატრიარქო ტაძარში იმყოფებიან მიტროპოლიტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ხოლო ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი - ინფორმაცია ეროვნული...

ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "ელენე ციხეშია...

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, იქნება ივანიშვილი – ოპოზიციის ალიანსი ხოშტარიას განაჩენზე

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა,...