მთავარისიახლეებიპოლიტიკა“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ანტიკორუფციული კომისიის მუშაობის ფარგლებში ნეპოტისტური სქემის ახალი სია...

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ანტიკორუფციული კომისიის მუშაობის ფარგლებში ნეპოტისტური სქემის ახალი სია გამოაქვეყნეს.(VIDEO)

Published on

“ნაციონალური მოძრაობის”  წევრებმა ანტიკორუფციული კომისიის მუშაობის ფარგლებში სენაკში მედიის წარმომადგენლებს ადგილობრივი ხელისუფლების ნეპოტისტური სქემის ახალი სია წარუდგინეს. დეპუტატ აკაკი მინაშვილის განცხადებით, სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მისაბიშვილმა ნათესავები და ოჯახის წევრები დაასაქმეს კონკურსის გარეშე. დეპუტატმა დასაქმებული პირების ფოტოები გაასაჯაროვა. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის განცხადებას უპასუხა სენაკის გამგებელმა. გოჩა დგებუაძის განცხადებით, საჯარო უწყებაში თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩა.სენაკის საკრებულოს წევრის ინგა ქარდავას განცხადებით მას სოციალურ ქსელში სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ქალიშვილი დაემუქრა. ქარდავამ შანტაჟის ამსახველი მასალები მედიას წარუდგინა.ქარდავას ბრალდებებზე საპასუხოდ მედიის წარმომადგენლები დღეს გურამ მისაბიშვილთან დაკავშირებას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.ნაციონალური მოძრაობის წევრები დღესვე სენაკში დევნილთა კომპაქტურ დასახლებში მივიდნენ. მოსახლეობასთან დეპუტატებმა სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. მოსახლეობის ძირითადი პრობლემა სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის იყო.სენაკის დევნილთა საერთო საცხოვრებლიდან ნაციონალური მოძრაობის წევრები ფოცხოს დასახლებაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. პარტიის წევრებმა ადგილობრივებისგან პრობლემებსა და გასაჭირზე მიიღეს ინფორმაცია. ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, ხელისუფლებას არ შეუძლია პრობლემების აღმოფხვრა და ის უნდა გადადგეს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და წევრები მესამე დღეა სენაკში იმყოფებიან. ანტიკორუფციული კომისიის ფარგლებში მათ სენაკის ადგილობრივი ხელისუფლება ნეპოტიზმისა და კორუფციის მფარველობაში დაადანაშაულეს.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...