მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზები შიშობენ, რომ დემოგრაფიულ ცვლილებებს შესაძლოა სომეხი მოსახლეობის პოლიტიკური...

აფხაზები შიშობენ, რომ დემოგრაფიულ ცვლილებებს შესაძლოა სომეხი მოსახლეობის პოლიტიკური ხასიათის მოთხოვნები მოყვეს

Published on

აპრილში ქართულ მედიაში  აფხაზურზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია  ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანასკნელ წლებში მომხდარი დემოგრაფიული ცვლილებების შესახებ.   ახალი სტატისტიკის თანახმად, სომეხი ეროვნების მოსახლეობა რაოდენობით  მეორეა აფხაზების შემდეგ, რაც  მოწმობს,  რომ შეიცვალა თანაფარდობა არა მხოლოდ აფხაზებსა და ქართველებს,  არამედ აფხაზებსა და სომხებს შორის.

ცნობისათვის: 80 – იან წლებში აფხაზეთში ცხოვრობდა დაახლოებით ნახევარი მილიონი კაცი. მათ 45 პროცენტს შეადგენდენ ქართველები, 18 – აფხაზები, 15  – სომხები .

ინფორმაცია იქცა საბაბად აფხაზურ მედიასა და საზოგადოებაში იმ საკითხის განხილვისათვის, თუ რა ზეგავლენას იქონიებს მოვლენების ამგვარი განვითარება აფხაზი მოსახლეობის მეწინავე როლსა და დომინანტობაზე.

აფხაზები თვლიან, რომ სომხები უკვე საკმაოზე მეტნი არიან სახელისუფლებო და სამეურნეო ორგანოებში: კერძოდ, სომეხია აფხაზეთის პარლამენტი  ვიცესპიკერი    გ. ტრაპიზონიანი, მისი თანაშემწეები არიან – ვ. კოსიანი, კ. კარაგოზიანი და ვ. მაიორიანი, მინისტრთა კაბინეტში მეორე ვიცე-პრემიერისა და შრომისა და სოციალური განცითარების მინისტრის პოსტი ს. კერსელიანს უჭირავს. სომხები საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი ქ. გაგრის თვითმმართველობაში.

აფხაზების შიშს  სომეხთა რაოდენობის ზრდისადმი ამყარებს სხვა ფაქტორებიც. ისინი საკმაოდ ძლიერნი არიან ეკონომიკური თვალსაზრისით. მათი რაოდენობა დიდია აფხაზეთში განლაგებულ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, რად ღირს თუნდაც ის, რომ ცნობილი ბაგრამიანის სახელობის  ბატალიონი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ქართველების განდევნაში, აფხაზეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იმყოფება  ერთგვარი დამოუკიდებელი დაჯგუფების სახით და უფრო კეთილსაიმედოა ოფიციალური მოსკოვისათვის, ვიდრე აფხაზეთის ხელისუფლებისათვის. სომეხი მოსახლეობა არ მალავს თავის განსაკუთრებით ლოიალურ დამოკიდებულებას ოფიციალური მოსკოვისადმი, რომელიც აღემატება ლოიალობას აფხაზთა ეროვნული  ინტერესებისადმი. ყველა სომხური არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანებული  ,,რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა კავშირში“

ისინი, ვინც უჩივიან  ,,სომეხთა მცოცავ დემოგრაფიულ ექსპანსიას აფხაზეთში’’  განსაკუთრებით დაძაბა  გულრიფშის მილიციის სკოლაში   მოხდარმა გახმაურებულმა მკვლელობამ (ორმა სომეხმა კურსანტმა მოკლა  აფხაზი თანატოლი) და  ამ ფაქტზე უფრო იმან, რომ   სომეხმა მოსახლეობამ  სასამართლოსს განაჩენი და სასჯელი, რომელიც მას მოყვა,   ეთნიკური შუღლის პრიზმაში განიხილა.

აფხაზი საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა ,,აფხაზეთში უცხოეთის მოქალაქეთა სტატუსის შესახებ’’ კანონპროექტის განხილვის პროცესში  არაერთხელ გაიხსენეს, რომ რაულ ხაჯიმბა ოპოზიციაში ყოფნისა და შემდეგ ვიცე-პრემიერის პოსტზეც კი  დაუფარავად აცხადებდა  პრესაში, რომ ერთადერთ ძალას, რომელსაც შეუძლია გახლიჩოს აფხაზეთის მოსახლეობა, სწორედ სომხები წარმოადგენენ.  ისინი შიშობენ, რომ დემოგრაფიულ დისბალანსს შესაძლოა  მოყვეს პოლიტიკური ხასიათის მოთხოვნები.   მით უფრო, რომ ახალი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების კვალდაკვალ გაიჟღერა სომეხთა პრეტენზიებმა  აფხაზეთის პარლამენტში სომხური დეპუტაციის გაზრდის აუცილებლობის შესახებ ახალი დემოგრაფიული სურათის გათვალისწინებით.

აფხაზ ექსპერტთა და პუბლიცისტთა პროგნოზებით, პარლამენტში და სამთავრობო სტრუქტურებში  შემოღებული ოფიციალური და არაოფიციალური ქვოტები ამ საქმეს ვერ უშველის, არის ცნობები, რომ სომეხი მოსახლეობა აპირებს მიმართოს საერთაშორისო საზოგადოებას აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან მათი ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხზე.

გალის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ აფხაზები პირად საუბრებში სულ უფრო ხშირად წუხან და აყვედრიან მათ, რომ სომეხთა ,,გაჯეჯილება’’ აფხაზეთში მათი, ქართველების ბრალია, რომ თბილისის პოლიტიკა, თბილისიდან მომდინარე საფრთხის შეგრძნება აიძულებს მათ თვალი მოუხუჭონ სომხების მომრავლებას აფხაზეთში, გალის მოსახლეობა რომ მეტად კეთილსაიმედო იყოს  და გამუდმებით თბილისზე არ ეჭიროს თვალი, ყველაფერი გაცილებით მარტივად იქნებოდა.- ამბობენ ისინი.

,,აფხაზები დღემდე ვერ შეგუებიან იმას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობა და კოლაბორაცია  დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და, მით უფრო, რუს ოკუპანტებთან.-ამბობენ გალში, –  არავინ ფიქრობს იმაზე, რა გრძნობებს იწვევს გალის მოსახლეობაში აფხაზეთის ხელისუფლების ახალი კამპანია, რომლის ფარგლებში იგეგმება ქართველთაგან მიტოვებული სახლების დანგრევა იმ საბაბით, რომ მათი მფლობელები არ იხდიან გადასახადს აფხაზეთის ბიუჯეტის სასარგებლოდ. აპრილიდან საგადასახადო ინსპექციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ინტენსიურად სწავლობდნენ, სად და რამდენია სახლი, რომლის პატრონებს აქ ომის შემდეგ არ უცხოვრიათ, თუმცა უგულვებელყოფენ,   რომ ისინი, სურვილის მიუხედავად, ვერ შეძლებდნენ ამას, რადგან სწორედ აფხაზეთის ხელისუფლებისაგან ეკრძალებათ ეს,  როგორც შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეებს ან მათი ოჯახის წევრებს.

ქართული მედიის ცნობით, ბოლო დროს დანგრეულია ათობით სახლი გალის ქვედა ზონაში და  ქალაქის ცენტრშიც, თუმცა ჩვენი რესპონდენტები, მათ შორის აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები  ამას არ ადასტურებენ, მათი თქმით, ჯერ ლაპარაკია მხოლოდ გაფრთხილებაზე , თუმცა არ არის გამორიცხული, ეს   მომდევნო ეტაპზე რეალურ ქმედებაში – ,, უძრავი ქონების გადასახადისაგან თავის ამრიდებელთა" სახლების ნგრევა- აღებაში გადაიზარდოს.

ასე რომ, აფხაზეთის ხელისუფლება ახალ- ახალ ფილტრებს იყენებს  ქართველების რაოდენობის შესამცირებლად,   ამასობააში კი გაგრასა და გულრიფშში სომეხი მოსახლეობის რაოდენობა თვიდან თვემდე  იზრდება.

 

სიახლეები

ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ შანსი არ არის, დაკმაყოფილდეს – მდინარაძე არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე

"ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ შანსი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს ეს სარჩელი. საფუძველი არ არსებობს...

არჩევნების გაყალბების საქმე – ეკა ბესელია პროკურატურას მტკიცებულებებს გადასცემს

არჩევნების გაყალბების საქმე - იურისტი ეკა ბესელია პროკურატურაში გამოკითხვაზე მტკიცებულებებით შეიარაღებული მივიდა. ბესელია მზად არის,...

გაყალბებული და საერთაშორისოდ არაღიარებული არჩევნების მიუხედავად, ოლიგარქმა პრემიერად ისევ კობახიძე წარადგინა

გაყალბებული და საერთაშორისოდ არაღიარებული არჩევნების მიუხედავად, ოლიგარქმა პრემიერად ისევ კობახიძე წარადგინა. "ქართულ ოცნებაში" დღეს პოლიტსაბჭო...

მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებულია ხუთი პირი -საგამოძიებო სამსახური

ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ხუთი პირი დააკავეს....