მთავარისიახლეებისაზოგადოებაბუკიას ქუჩაზე მცხოვრები ოჯახი ქალაქის მერიისგან სახურავის შეკეთებას ითხოვს.

ბუკიას ქუჩაზე მცხოვრები ოჯახი ქალაქის მერიისგან სახურავის შეკეთებას ითხოვს.

Published on

ზუგდიდში, ყოფილი საკონსერვოს ტერიტორიაზე, ბუკიას ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის იანვრის თვეში მერიის ინიციატივით კორპუსის სახურავის გამოცვლა დაიწყო. კორპუსის მაცხოვრებლების განცხადებით, სამუშაოების შესრულებისას მოსულმა წვიმამ მეცხრე სართულზე მათი საცხოვრებელი ფართი დააზიანა, წვიმამ ჭერი ჩამორეცხა და დაზიანებული ადგილები შესაკეთებელია. დაზარალებული მოსახლეების განცხადებით, ისინი ქალაქის მერს ირაკლი გოგოხია შეხვდნენ, მიიღეს პირობა, რომ ზარალს აანაზღაურებდნენ ან დაზიანებულ ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებდნენ, თუმცა მათი განცხადებით, ამ დრომდე არც ერთი პირობა არ შესრულებულა.აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეკომპანია “ოდიში” სიტუაციის გარკვევას ქალაქის მერიაში შეეცადა. მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღუბელაძემ ტელეკომპანიას  სატელეფონო კომენტარი მისცა.დაზარალებული მოქალაქეების განცხადებით, დაზიანებული ადგილები აუცილებლად უნდა შეკეთდეს, ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამ თემაზე შეხვედრას მომავალში არ გამორიცხავენ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...