მთავარისიახლეებიექსკლუზივიირაკლი ღარიბაშვილი ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს ანკი ბრუკერს-კნოლს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრის ძირითადი თემები ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო.
მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. აღინიშნა, რომ ნიდერლანდების სამეფოს ურთიერთობა საქართველოსთან დინამიურია და მოიცავს მრავალ სფეროს, მათ შორის, ყველაზე აქტიურია ეკონომიკური და განვითარების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების თემებს. განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას საქართველო.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, რაც საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის გამოვლინებად შეაფასა.
ანკი ბრუკერს-კნოლი 2013 წლიდან იკავებს ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტის თანამდებობას. იგი არის ჰოლანდიის "სახალხო პარტია – თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის" წევრი, ხოლო 1997-2003 წლებში გახლდათ ამავე პარტიის ვიცე-პრეზიდენტი. 2007 წლიდან დღემდე იგი ეროვნული სამართლის ექსპერტთა რწმუნებულთა საბჭოს წევრია.   

სიახლეები

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის სასამართლოსთან აქცია გამართეს

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის მდუმარე აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან - მსხვერპლის ახლობლები მოითხოვენ, რომ ბრალდებულ...

ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირეს. 25 მომხრე და 2...

პარლამენტში მისული კვერცხის მწარმოებლები “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებენ

პარლამენტში მისული კვერცხის მწარმოებლები "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ. ადგილობრივი მწარმობელები ფასების რეკორდულად ზრდაზე პაუსიმგებლობას ხელისუფლებას...

„მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს

კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ „მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. გულორდავა „მედიაჩეკერთან“...