მთავარისიახლეებიექსკლუზივიფარხად მამედოვი – რამდენადაც მეტად ჩავკიდებთ ხელს და ეფექტურად ვითანამშრომლებთ, მეტად გავაძლიერებთ...

ფარხად მამედოვი – რამდენადაც მეტად ჩავკიდებთ ხელს და ეფექტურად ვითანამშრომლებთ, მეტად გავაძლიერებთ ერთმანეთს

Published on

თბილისში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის (SAM) ერთობლივი ორგანიზებით, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. აზერბაიჯანის-საქართველო-თურქეთის რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებსა და გამოწვევებზე “ინტერპრესნიუსი” აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებულ სტრატეგიულ კვლევათა ცენტრის დირექტორს, ფარხად მამედოვს ესაუბრა.

– ბატონო ფარხად, თქვენი ცენტრის მონაწილეობით თბილისში გაიმართა კონფერენცია “აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამხრივი თანამშრომლობა და რეგიონალური პოლიტიკის მომავალი, პერსპექტივები და გამოწვევები”. კონკრეტიკაზე გადავალთ, თქვენი აზრით, რამდენად აქტუალურია აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის პერსპექტივები?
– აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს ბევრი პროექტი და პლატფორმა აერთიანებთ. შედგა სამივე ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა, მუდმივად იმართება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები. 6 მარტს ბათუმში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მეწარმეთა ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელშიც სამივე ქვეყნების ეკონომიკის მინისტრებმა მიიღეს მონაწილეობა. შარშან ნახჩევანში პირველად გაიმართა სამივი ქვეყნის სამხედროების ერთობლივი სწავლებები, რომელშიც ჩვენი ქვეყნების თავდაცვის მინიტრებმა მიიღეს მონაწილეობა.
ჩვენი კვლევით ცენტი აქტიურად თანამშრომლობს როგორც საქართველოს, ისე თურქეთის სტრატეგიულ კვლევების ცენტრებთან. თბილისის კონფერენცია გაგრძელება გახლავთ სამივე ქვეყნას შორის მრავაპროფილური თანამშრომლობის. მასზე ყურადღება გამახვილდაება როგორც რეგიონული უსათრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე, ასევე გაანალიზდა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობა და იყო მსჯელობა თანამშრომლობის პოტენციალის გაზრდაზე, კერძოდ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში ახალი პროექტების განხორციელებაზე. იმ პროცესების ფონზე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, აზერბაიჯან-საქართვლო-თურქეთს შორის თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს.
– უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე პოცესებისა და პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ რუსეთის ამბიციების ფონზე, უკრაინის გამო რა წინააღმდეგობები არსებობს დასავლეთს, რუსეთსა და ამერიკასა და რუსეთს შორის, თქვენი აზრით, რა რეალური გამოწვევების წინაშე დგანან აზერბაიჯანი და საქართველო?
– პოსტსაბჭოთა სივრცე არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური თვალსაზარისით არ არსებობს. ოდესღაც ამ სივრცის ქვეყნებმა განვითარების საკუთარი გზა აირჩიეს. დღეისათვის ისინი ჩართული არიან სხვადასხვა რეგიონულ პროექტებში, რომლებსაც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებენ, რისთვისაც იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა პოლიტიკურ და ეკონომიკურ რესურს.
აზერბაიჯანმა და საქართველომ ერთობლივად საკმაოდ დიდი ეკონომიკური პროექტები განახორციელეს. მხედველობაში მაქვს ნავთობსადენი ბაქო-თბილისი- ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ამ წლის ბოლოსათვის დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინოგზო გზის მშენებლობა. ხორციელდება ინვესტიციების ჩადება ამა თუ იმ პროექტებში. აზერბაიჯანის სანავთობო კომპანია საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი და ყველაზე დიდი გადასახადის გადამხდელია. ამ ფორმატში თანამშრომლობის ფარგლებში ყველა ქვეყანას თავისი ფუნქცია აქვს.
რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენი ქვეყნებისათვის ყველაზე დიდი საფრთხე გახლავთ მოუგვარებელი კონფლიქტები და ის, რომ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია. აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების მოუგვარებლობამ გამოიწვია ახალი კონფლიქტების იქ გაჩენა, სადაც კონფლიქტების წარმოქმნა მოსალოდნელი სულაც არ იყო.
რაც ახლა უკრაინაში ხდება, საერთაშორისო სამართლის დარღვევით ხდება. რუსეთი, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას იყენებს მის მიერვე აღებული ვალდებულებების შესრულებისას. პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოუწესრიგებლობა გახდა პრეცედენტი იმისათვის, რაც უკრაინაში ხდება. ჩვენი ქვეყნებისთვის გამოწვევაა, რომ აქამდე არსებული საერთაშორისო ნორმები და პრინციპები, რომლებითაც აზერბაიჯანი და საქართველო აპელირებენ, დღეს ირღვევა და არ მუშაობს, რაც მსოფლიოში ქაოსის ვითარებას ქმნის და ყველა ქვეყანას უწევს, თავად გადაწყვიტოს ის პრობლემები, რომელიც მის წინაშე დგას.
ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის პროცესში მნიშვნელოვანი ელემენტია დასავლეთის მიერ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის გამოყენება. თუ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთს დაუწესა ეკონომიკური სანქციები, ასევე სანქციები დაუწესდა უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტულ რეგიონებს, ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის მოქალაქეებს ეკრძალებათ ყირიმსა და ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებში არა მარტო შესვლა, არამედ ბიზნესის წარმოება, მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში ეს ნორმა არ მოქმედებს. აგრესორი სომხეთის მიერ არ წესდება არანაირი ეკონომიკური სანქციები, ეს მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიალურ მთლიანობას. მეტიც, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელმძღვანელები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში და იწვევენ ამ ქვეყნებში მცხოვრებ ეროვნებით სომეხ ბიზნესმენბს ყარაბაღში ინვესტიციების განსახორციელებლად.
ამიტომაცაა, რომ ჩვენ ვკითხულობთ – რატომ ხდება ასე, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის გამო გამოიყენება ეკონომიკური სანქციების მთელი პაკეტი, ხოლო ჩვენს შემთხვევაში ამგვარი სანქციები არ გამოიყენება.
– უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე რამდენად დიდია აზერბაიჯანსა და საქართველოსთვის საფრთხის დონე და რა უნდა გააკეთონ ბაქომ და თბილისმა, რომ მინიმუმამდე დავიდეს რუსული საფრთხე?
– აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომომლობის პოტენციალი დიდი და უალტერნატივოა. ჩვენ მოკლე დროში შევძელით, შეგვექმნა თანამშრომლობის პლატფორმა. ჩემი აზრით, ჩვენი თანამშორომლობის მაღალმა დონემ ერთმანეთზე დამოკიდებული გაგვხადა. საინტერესო ისაა, რომ მეტი თანამშრომლობა კიდეც აჩენს კიდევ უფრო მეტ სფეროებში სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივებს. რამდენადაც მეტად გვექნება ერთმანეთისთვის ხელი ჩაკიდებული და ერთმანეთთან ეფექტურად ვითანამშრომლებთ, განვახორციელებთ მეტ რეგიონალურ პროექტებს, მეტად გავაძლიერებთ ერთამანეთს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აღარ იქნება მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონალური პროექტი, იგი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თურქეთთან და ევროპასთან ჩინეთისა და შუა აზიის რეგიონის დაკავშირებაში. ისეთი პატარა ქვეყნებისათვის, როგორც აზერბაიჯანი და საქართველოა, უმნიშვნელოვანესია პირველ რიგში ეკონომიკურად გაძლიერდნენ. ეკონომიკური თვალსაზრისით რამდენად თვითკმარი იქნებიან ჩვენი ქვეყნები, საფრთხის ხარისხი, ყველა მხრიდან შემცირდება. რამდენადაც ძლიერი ვიქნებით თავად ეკონომიკურად, მით ნაკლები გვექნება საფრთხე. ასეთ ვითარებაში ოპონენტებს სულ მეტად ნაკლები შანსი ექნებათ ჩაერიონ ჩვენს საშინაო საქმეებში და მოახდინონ ჩვენივე საგარეო კურსის კორექტირება.
– ეკონომიკურ გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები გასაგებია, მაგრამ რაც შეეხება უსაფრთხოების პრობლემებას, ანუ სამხედრო შემადგენლის გაძლიერებას? აზერბაიჯანული პრესა აქტიურად წერდა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მაღალ ხარისხზე…
– აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ხარისხი ყოველწლიურად მაღლდება. ამ სფეროში ჩვენს შორის სამხრივი თანამშრომლობა საინტერესოა იმით, რომ თურქეთი ნატო-ს სრულფასოვანი წევრია და აზერბაიჯანი და საქართველო ნატო-სთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. თუ საქართველო აპირებს, ნატო-ს წევრი გახდეს, აზერბაიჯანს ასეთი გეგმები არა აქვს. აზერბაიჯანი შეუერთდა ნატოში გაუწევრიანობის მოძრაობას. ნატო-სთან თანამშრომლობა აზერბაიჯანის დამოუკიდებელი არჩევანია და ჩვენ ვაგრძელებთ მათთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობას.
რაც შეეხება ამ პროცესში თურქეთის როლს. იგი რეგიონალური მოთამაშეა და მსოფლიოს რამდენიმე რეგიონშია წარმოდგენილი. შავი ზღვის აუზსა და განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში მისი როლი დიდია.
– ბევრ მითქმა-მოთქმას გაიგონებთ ბაქოსა და მოსკოვის დაახლოებაზე. რეალურად რა ხდება?
– კი, მეც მსმენია და შემიძლია გითხრათ, რომ ეს სწორედ რომ მხოლოდ მითქმა-მოთქმაა. აზერბაიჯანი რუსეთის ფედერაციასთან მრავალ სფეროში თანამშრომლობს, ანუ შეიძლება იქვას, რომ ეს თანამშრომლობა მრავალპროფილურია. ეს ეხება ეკონომიკურ სფეროს და უმაღლეს დონეზე პირველი პირების დიალოგსაც და პარლამენტებს შორის თანამშრომლობასაც. რუსეთთან თანამშრომლობის დიდი პოტენციალია სამხედრო-ტექნიკურ სფეროში. აზერბაიჯანი რუსეთისაგან იარაღს ყიდულობს. ამ სფეროში თანამშრომლობა რუსეთსა და აზერბაიჯაბს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანია ელემენტია, ვინაიდან ეს ხელს უწყობს ჩვენი არმიისა და სახელმწიფოს მშენებლობას.
აზერბაიჯანს დამოუკიდებელი პოზიცია აქვს რუსეთთან მიმართებაში დაკავშირებულ საკითხებში. ზოგჯერ ეს პოზიცია ემთხვევა სხვების პოზიციას, ზოგჯერ – არა. როცა უკრაინის კრიზისი დაიწყო, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიალურ მთლიანობას, მაგრამ ევროპის საბჭოში, როცა იხილებოდა რუსეთისათვის ხმის უფლების ჩამორთმევის საკითხი, აზერბაიჯანმა ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა. ჩვენი ეს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის გაგრძელებად მივიჩნიეთ. თუ ამგვარ გადაწყვეტილებას ევროპის საბჭი მიიღებდა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ოკუპაციის გამო, მაშინ ამგვარი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული სომხეთის მიმართ მთიანი ყარაბაღის ოკუპაციის გამო. აზერბაიჯანი თავის პოლიტიკაში თანმიმდევრული და პროგნოზირებადია. ამიტომ, ჩვენი პოზიცია პარტნიორებისათვის საკმად ნათელი და გასაგებია.
– ანუ, ერთი მხრივ ბაქო ნატო-სთან აქტიურად თანამშრომლობს, მაგრამ იმავდროულად ახერხებს რუსეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობას და 3 მილიარდი დოლარის იარაღის შეძენასაც. . .
– სამწუხაროდ, სომხური დიასპორის გავლენის გამო, არც ევროკავშირი და არც აშშ აზრებაიჯანზე იარაღს არ ყიდის. საუბარია იმ ტიპის შეაიარაღების მოწოდებაზე, რომელსაც ჩვენ რუსეთიდან ვყიდულობთ.
– სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება რუსეთსა და თურქეთის ურთიერთობებზე. თქვენ როგორ დაახასიათებდით მოსკოვსა და ანკარას ურთიერთობებს? და კიდევ, თქვენი აზრით, ეს თანამშრომლობა რამდენად თანხმდება აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის რეგიონულ თანამშრომლობასთან?
– პირველ რიგში მინდა, გითხრათ, რომ აზერბაიჯანი თურქეთის ეკონომიკაში 2020 წლამდე 20 მილარდ დოლარზე მეტი ინვისტიციის განხორციელებას აპირებს. ეს თანხემი ჩაიდება ტრანსანატოლიური გაზსადენისა და ქალაქ იზმირთან უდიდესი ქიმიური კომპლექსის მშენებლობებში. 17 მარტს, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტები მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ ერზრუმში კაპანის გაზსადენის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. თურქეთს თავისი სტრატეგია აქვს. დაზუსტებული გათვლებით თურქეთში სულ უფრო იმატებს ბუნებრივ გაზზე მოთხოვნილება. ასე რომ აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან თურქეთის გაზით უზრუნველყოფა კარგა ხანია დაგეგმილია.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი თქვა “სამხრეთ ნაკადის” მშენებლობაზე, ამ პროცესში აზერბაიჯანი ჩაერთო. თურქეთი ხდება მნიშვნელოვანი რეგიონული ენერგეტიკული ჰაბი, რომელიც ბალკანეთის ქვეყნების გავლით ენერგორესურსებს მიაწვდის ევროპას. რამოდენიმე დღის წინ, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ “სამხრეთ ნაკადის” მშენებლობა არ გადაიდება. თურქეთს უარი არ უთქვამს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, კერძოდ, აზერბაიჯანის წინაშე აღებულ ვალდებულებებზე, მაგრამ იმავდროულად იგი ითანამშრომლებს რუსეთთან. უკვე ცნობილია, რომ რუსეთი თურქეთში ააშენებს ატომურ ელექტროსადგურს და ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია.
სხვათა შორის, თურქეთი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს. იგი დღეს რუსეთში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი უდიდესი მიმწოდებელია. რუსეთსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა ორივე მხარისათვის მომგებიანია. თურქეთი იმავდროულად არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნელოვანი წევრი და რამოდენიმე რეგიონში, მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში ნატო-ს პოლიტიკას ატარებს. ვფიქრობ, რომ თურქეთი ყველა ამ მიმართულებებზე თავის ნატოელ და ვაშინგტონელ პატრნიორებთან სინქრონულად ისე იმოქმედებს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მისი თანამშრომლობა ეფექტური იქნება.
– აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთს შორის რა ახალი და რეალური ეკონომიკური პროექტების განხორციელები იგეგმება, რომელთა რეალიზაცია უკვე დგას ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგში?
– მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირებული ურთიერთობების შესახებ შეთანხმებას, ახალი რეალობა ჩამოყალიბდა. ჩვენ სამხრივ ურთიერთობებში უკვე ორი ქვეყანა თურქეთი და საქართველო პრაქტიკულად უკვე არიან ევროკავშირის საბაჟო კავშირის წევრები. ეს აზერბაიჯანს უპირატესობას აძლევს. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინოგზო მონაკვეთის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირთან საბაჟო საზღვარი ჩვენსა და საქართველოს შორის იქნება. ეს აზერბაიჯანს საშუალებას აძლევს უფრო აქტიურად განახორციელოს თავისი პროექტები საქართველოში. ნაციონალური ვალიუტების დევალვაციამ და ეკონომიკური კრიზისი გარკვეული საფრთხეს ქმნის, მაგრამ ჩვენ იქედან უნდა ამოვიდეთ, რომ ჩვენი ქვეყნების ეკონომეკებში სამივე ქვეყნის ეკონომიკების შეღწევადობა ეს ბუნებრივი არჩევანია. მომავალში ჩვენ კიდევ უფრო უნდა გადაღმაოთ და გავაგრძელოთ ამგვარი თანამშრომლობა.
საინტერესო პროექტებია სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებში. სამივე ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომელიც ბოლომედ რეალიზებული არაა. საქართველოში ძალიან ბევრი პატარა მდინარეა, რომელზეც შეიძლება ელექტროსადგურების აშენება. თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციებს კი ელექტროენერგიის ნაკლებობა აქვთ, შესაბამისად, მცირე ჰესების მშენებლობის პროექტების რეალიზებას აქვს პერსპეტივა. საქართველოში ამგვარი პროექტების რეალიზაციაზე აზერბაიჯანელი ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა დაიწყეს ფიქრი. ამისათვის საჭორო იყოს შესაბამისი ატმოსფერო, კანონმდებლობის თვალსაზრისითაც ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი და სამივე ქვეყნის მთავრობებმა სინქრონულად იმუშაონ. ჩვენ ორ ქვეყანას დიდი პოტენციალია აქვს ტურისტული პოტენციალის იმ კუთხით განვითარებაზე, რომლის დრიოსაც მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოში აზერბაიჯანიდან და აზერბაიჯანში საქართვლოდან ტურისტების რაოდენობა.
– თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებს აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთს შორის რეგიონალურ თანამშრომლობაზე ის პროცესები, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს?
– უკრაინული კრიზისი საკმაოდ ბევრ ქვეყნაზე აისახება. ბუნებრივია, ჩვენც ვადევნებთ თვალს იმას, რაც იქ ხდება. ბევრი რამ მინსკი-2-ის შეთანხმების რეალიზაციაზეა დამოკიდებული. უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ მაშინ როცა საერთაშორისო საამართალის ნორმები არ მუშაობს, ყველამ უნდა იზრუნოს თავის უსაფრთხოებაზე, ჯარის მშენებლობაზე.
უკრაინის მოვლენებმა ახალი რეალობა შექმნა, ყველა სახელმწიფომ ნათლად უნდა შეაფასოს ის, რაც ახლა იქ ხდება და იფიქროს და იღვაწოს იმისათვის, რომ ეს თავის ქვეყნებში არ განმეორდეს. მეორე უკრაინული გაკვეთილი კი ასეთია – არ შეიძლება იმ სივრცედ გადაქცევა, რომელშიც ერთმანეთს მსოფლიოს ზესახელმწიფოები დაუპირისპირდებიან. ამისგან, პირველ რიგში ასეთი ქვეყნები ზარალდებიან.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...