ბაათუმელების ბუტკებში შეყვანა გადაიდო

0
483

ბათუმში ე.წ. „ერმაკოვის ბუტკები“ აიღეს. გოგებაშვილის ქუჩა თავისუფალია.

ქალაქის მერიამ სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო. ბულვარის ტერიტორიაზე რამდენიმე ტრაქტორი და მძიმე ტექნიკა მუშაობდა.

არ არის ცნობილი,  ვინ გასცა ჯიხურების დემონტაჟის ბრძანება, რაც შეეხება, მთი დადგმის  გადაწყვეტილებას,  ბათუმის მერიას ეკუთვნის. 

შეგხსენებთ, რომ გუშინ დილით ბათუმელებს სანაპირო ზოლის გასწვრივ ნაცრისფერი კონსტრუქციებისგან აწყობილი 21 ჯიხური დახვდათ მერიამ  ცენტრალურ ნაწილში მათი განთავსება გარე მოვაჭრეებისთვის ლოკაციის შეცვლის აუცილებლობით ახსნა.   თუმცა ამ არგუმენტმა ვერ დააკმააყოფილა  ამგვარი ''აღმშენებლობით'' აღშფოთებული ადამიანები – მერიის სიურპრიზს, რომელსც პოლიტიკურმა ოპონენტებმა ,,ერმაკოვის ბუტკები'' უწოდეს, ბათუმშიც და დანარჩენ საქართველოშიც   პროტესტი მოჰყვა. 

 

 

წინა სტატიადღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება
შემდეგი სტატიარაულ ხაჯიმბა აცხდებს, რომ არ დაუშვებს ბიჭვინთაში მიწების თვითნებურ მიტაცებას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური