მთავარისიახლეებიმსოფლიოNATO აცხადებს, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით თავდაცვით სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო...

NATO აცხადებს, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით თავდაცვით სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალებს აგზავნის

Published on

NATO-ს გაცხადებით, მაქსიმალურად მკაცრად გმობენ რუსეთის შემზარავ თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც სრულიად გაუმართლებელი და არაპროვოცირებულია. ნატო ასევე გმობს ბელარუსის ქმედებას ამ თავდასხმის ხელშეწყობისთვის.

NATO აცხადებს, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით თავდაცვით სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალებს აგზავნის.

“ნატო გააგრძელებს ყველა საჭირო ზომის მიღებას ყველა მოკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ განვათავსებთ დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო აქტივებს. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნა ყველა გაუთვალისწინებელ გარემოებაზე პასუხისთვის.

დღეს ჩვენ გავმართეთ კონსულტაციები ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით. ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენი თავდაცვითი გეგმის შესაბამისად, დავიცვათ ყველა მოკავშირე, გადავდგათ დამატებითი ნაბიჯები ალიანსის მასშტაბით შეკავებისა და თავდაცვის შემდგომი გაძლიერების მიზნით. ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და არაესკალაციური”, – წერია განცხადებაში.

ნატო აცხადებს, რომ ერთიანები ვართ ერთმანეთის დასაცვად.

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...