მთავარისიახლეებიმსოფლიო"დაარტყით რუსეთის ეკონომიკას ახლავე, დაარტყით მას ძლიერად" - კულება

“დაარტყით რუსეთის ეკონომიკას ახლავე, დაარტყით მას ძლიერად” – კულება

Published on

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მსოფლიოს მოუწოდებს, ძლიერი დარტყმა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გამოხატული აგრესიის გამო.

დმიტრო კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინის ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას მისი ქვეყანა არასოდეს აღიარებს.

“მსოფლიომ უნდა უპასუხოს მთელი თავისი ეკონომიკური ძალით, რათა დაისაჯოს რუსეთი იმ დანაშაულებისთვის, რაც მან უკვე ჩაიდინა და რომლის ჩადენასაც გეგმავს. დაარტყით რუსეთის ეკონომიკას ახლავე და დაარტყით მას ძლიერად. ის, რაც პუტინმა აღიარა არის მისი პირადი პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ ომზე და არაპროპორცირებულ, გაუმართლებელ ომზე ევროპის სხვა სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ. პუტინი ბოლო ქმედებებით თავს ესხმის მსოფლიო წესრიგს”, – თქვა კულებამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა და პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პუტინის გამოსვლამ დაადასტურა რუსეთის გეგმა, რომელიც დასაწყისიდანვე, უკრაინაში შეჭრას გულისხმობდა.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, რუსეთმა დასავლეთისგან სანქციების პირველი ეტაპი უკვე მიიღო.

მოსკოვს სანქციები დაუწესა ამერიკამ, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, კანადამ და იაპონიამ. ასევე, გერმანიამ “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის ამოქმედება შეაჩერა. სანქციების პაკეტს ამზადებს ავსტრალიაც.

სიახლეები

მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა - ცნობისთვის, ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების სახით 25 000...

რუსეთი რომ იმარჯვებდეს, ის კიევში იქნებოდა და ხელისუფლება შეცვლილი ეყოლებოდა – კიტ კელოგი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის გამოსვლა იალტის კონფერენციაზე, სადაც მან განაცხადა, რომ "რუსეთი...

“მე ვერ მივდივარ, ჩემს ნაცვლად წადი შენ!” – ნიკა გვარამია ხალხს თსუ პირველ კორპუსთან შეკრებისკენ მოუწოდებს

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, პატიმარი ნიკა გვარამია 13 სექტემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს...

მზად ვარ, რუსეთს სანქციები დავუწესო, თუ NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა იგივეს გააკეთებს – ტრამპი

NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის გაგზავნილ წერილში დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომს "ბაიდენისა და ზელენსკის ომად" მოიხსენიებს...