მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ რუსეთს სანქციებს უწესებს - ბაიდენის საგანგებო განცხადება

აშშ რუსეთს სანქციებს უწესებს – ბაიდენის საგანგებო განცხადება

Published on

ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებზე ისაუბრა. ვაშინგტონი პერსონალურ, ფინანსურ სანქციებს უწესებს პუტინთან დაახლოებულ პოლიტიკური ელიტის წევრებსა და მათი ოჯახის წევრებს.

სანქციები ასევე ეხება რუსეთის 2 მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტს. ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მომავალში, რაც უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა, დასავლეთი ერთიანი იქნებაა ახალი სანქციების დაკისრების კოორდინაციაში.

რუსეთმა მიითვისა რეგიონის დიდი ნაწილები და განალაგა სამხედრო ნაწილები გაცილებით უფრო ღრმად, ვიდრე ეს უკრაინის საზღვრებითაა აღიარებული და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინის სახელმწიფოს აღიარება. ეს არის დასაწყისი რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის, დაფუძნებული დუმის გადაწყვეტილებაზე. ჩვენ ვაპირებთ სანქციებზე საუბრის გაგრძელებას და გაცილებით ღრმად წასვლას ამ მიმართულებით.

არ არსებობს ქვეყნები, რომელთაც აქვთ უფლება წაართვან ტერიტორია მათ მეზობლებს. რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ და ნატოს მოკავშირეებმა ბევრი განცხადება გავაკეთეთ პუტინის ბოლო პერიოდის განცხადებების წინააღმდეგ, უკრაინასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომ ის აღიარებს როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკებს ლუგანსკს.

ჩვენ ვართ ძალიან ახლო კოორდინაციაში ჩვენს მოკავშირეებთან, და მზად ვართ ესკალაციის შესაწინააღმდეგებლად. პირველი სანქცია ეს არის ფინანსურ ინსტიტუციებზე, მეორე რუსეთის ვალზე რომელიც ვერ იქნება დაფინანსებული უცხოური წყაროებიდან. ხვალიდან იქნება სანქციები რუსეთის ლიდერებსა და მათ ოჯახის წევრებზე.

გერმანიასთან კონულტაციის შემდეგ, პრაქტიკულად, მომზადებულია ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის გაყინვა ამავდროულად, აშშ გააგრძელებს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის. იმის გამო, რომ რუსეთის არმის დგას ბელარუსში, ჩვენ ვაწვდით კიდევ უფრო მეტ შეიარაღებას უკრაინას და ასევე სამივე ბალტიისპირეთის სახელმწიფოში ასვეე გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენ არანაირი მიზანი არ გვაქვს თავს დავესხათ რუსეთს მაგრამ ჩვენ ვიცავთ ნატოს ტერიტორიას.

რუსეთი აპირებს არ შეჩერდეს გამოცხადებულზე და აქვს გეგმები გაცილებით უფრო დიდი ქალაქების ოკუპაციის, მათ შორის დედაქალაქი კიევის. მათ შორის პირველ რიგში ბელარუსიდან, ჩრდილოეთ ნაწილიდან რაკეტების დახმარებითაც კი, – აცხადებს ჯო ბაიდენი.

სიახლეები

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

რუსეთიდან გაჟღერებულ მუქარაზე ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარი კეთდება - ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ვერანაირი...