მთავარისიახლეებიმსოფლიომინსკის შეთანხმებები აღარ არსებობს - პუტინი

მინსკის შეთანხმებები აღარ არსებობს – პუტინი

Published on

რუსეთი მთელი ამ ხნის განმავლობაში დაინტერესებული იყო მინსკის შეთანხმებების განხორციელებით, ვინაიდან ეს დოკუმენტი კომპრომისის შედეგი იყო – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტმა განუცხადა და დასძინა, რომ მინსკის შეთანხმებები აღარ არსებობს.

“უკრაინის ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, რომ ისინი არ შეასრულებენ მინსკის შეთანხმებებს, რუსეთის ფედერაცია ვეღარ მოითმენს დონბასის ხალხის გენოციდს. ფაქტობრივად, გუშინდელი ღონისძიება, ამ რესპუბლიკების აღიარება, ნაკარნახევია ზუსტად იმით, რომ კიევის ხელმძღვანელობამ, უკრაინის ხელმძღვანელობამ, უკვე საჯაროდ დაიწყო განცხადება, რომ ისინი არ აპირებენ ამ [მინსკის] შეთანხმებების შესრულებას.

…პირველმა პირებმა უკვე საჯაროდ განაცხადეს ეს. რას უნდა ველოდოთ შემდეგ?” განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, “კიევმა ყველა მცდელობა ჩააგდო მინსკის შეთანხმებების განსახორციელებლად, დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებამდე დიდი ხნით ადრე”.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...