მთავარისიახლეებიმსოფლიოEU და მისი პარტნიორები რეაგირებას მოახდენენ ერთიანობით, სიმტკიცითა და სოლიდარობით - მიშელი...

EU და მისი პარტნიორები რეაგირებას მოახდენენ ერთიანობით, სიმტკიცითა და სოლიდარობით – მიშელი რუსეთზე

Published on

ვროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების “დამოუკიდებლობის” აღიარებას ეხმაურება და წერს, რომ ევროკავშირი და მისი პარტნიორები სიმტკიცით და სოლიდარობით რეაგირებას მოახდნენ.

“უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება, საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმების აშკარა დარღვევაა, ევროკავშირი და მისი პარტნიორები რეაგირებას მოახდენენ ერთიანობით, სიმტკიცითა და სოლიდარობით”, – წერს შარლ მიშელი.

The recognition of the two separatist territories in #Ukraine is a blatant violation of international law, the territorial integrity of Ukraine and the #Minsk agreements

EU and its partners will react with unity, firmness and determination in solidarity @ZelenskyyUa @POTUS

— Charles Michel (@eucopresident) February 21, 2022
ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები “მშვიდობის დამყარების მიზნით” შეჰყავთ.

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. “დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების” წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ამერიკა ამბობს, რომ ეს არაა ის მკაცრი ეკონომიკური სანქციები, რომლებსაც რუსეთ დაუწესებენ და ამის შესახებ მომავალში მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...