მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპატრიარქოს კიდევ რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების ქონება გადაეცა

საპატრიარქოს კიდევ რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების ქონება გადაეცა

Published on

საპატრიარქოს ქონება კიდევ გაიზარდა. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების ქონება გადაეცა.
 
სიმბოლურ თანხად – 1 ლარად გადაცემულ ქონებაში შედის მოსაპირკეთებელი ფილები, დაახლოებით, 40 ათასი ცალი ბეტონის ბორდიური, გარეგანათების ბოძები და სხვა ინვენტარი.
 
საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილი საკითხი "რესპუბლიკური პარტიის" წევრებმა გააპროტესტებს. ისინი დაუშვებლად მიიჩნევენ სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისთვის ქონების სიმბოლურ თანხად გადაცემას.
 
„როგორც ჩანს, საპატრიარქო ვერ აცნობიერებს, რამდენად დანაშაულებრივია მისი ასეთი თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, ხელისუფლება ამ ბერკეტს ხელიდან არ გაუშვებს, რომ საპატრიარქოს ხარკი უხადოს,"- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
 
იყო თუ არა გამართლებული ქონების გადაცემა, უმრავლესობის წევრები არ საუბრობენ. 

სიახლეები

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...

მაღალჩინოსნების მოადგილეები სახელფასო დანამატებს და პრემიებს მიიღებენ

ახალი კანონპროექტით, რომელიც პარლამენტის საიტზე უკვე დარეგისტრირდა, მაღალჩინოსნების მიადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს...

ნინო საღირიძეს ტროტუარზე დგომის გამო, 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ნინო საღირიძეს ტროტუარზე დგომის გამო, 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო. მუხლი, რომლის მიხედვითაც...

ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელეები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოვლინდა კორუფციის ფაქტები და დაკავებულია 3...