მთავარისიახლეებიმსოფლიო"გამოსამშვიდობებელი კოცნა" - კასინმა სატურნს შეაკლა თავი

“გამოსამშვიდობებელი კოცნა” – კასინმა სატურნს შეაკლა თავი

Published on

NASA-ს კოსმოსურმა ზონდმა „კასინიმ" 20-წლიანი მისია დაასრულა. აპარატი პლანეტა სატურნის ატმოსფეროში შევიდა და ნაწილებად დაიშალა. დედამიწაზე მან ბოლო სიგნალი გამოაგზავნა და მისიაც ამით დაასრულა.
 
კოსმოსური ზონდი, რომლის შექმნაზეც მეცნიერები 40 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, სატურნზე 1997 წელს გაუშვეს.
 
დანიშნულების ადგილზე „კასინი" 2004 წელს ჩავიდა და მას შემდეგ დედამიწაზე ასობით უნიკალური ფოტო გამოაგზავნა, მათ შორის სატურნის რგოლების და თანამგზავრების ამსახველი სურათებიც.
 
NASA-ში „კასინის“ ბოლო მარშრუტს პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს. მეცნიერებმა ზონდის უკანასკნელ მიახლოებას სატურნთან სიმბოლურად "გამოსამშვიდობებელი კოცნა" დაარქვეს. კასინი, რომელმაც ოცი წელი გაატარა კოსმოსში სატურნის ატმოსფეროში შთაინთქა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება დაღლილი ხომალდის მისიის დასრულებისა და ასეთი აღსასრული შესახებ კოსმოსურ ცენტრში ამ სამწუხარო სანახაობას თვალზე ცრემლით აკვირდებოდნენ .
 
 
 

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...