მოვლენების ეპიცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოა, სადაც რამდენიმე წუთში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყება. მესამე პრეზიდენტი საბადრაგო სამსახურმა ადგილზე უკვე მიიყვანა. დღევანდელ პროცეზე მესამე პრეზიდენტი საზოგადოებას სიტყვით ისევ მიმართავს.
პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცის ორგანიზატორი “მიშას სექტორია” . აქციის მონაწილეების თქმით, მიხეილ სააკაშვილი მის მიერ წლების განმავლობაში გახორციელებული წარმატებული რეფორმების გამო ისჯება, მის გათვაისუფლების შემთხვევაში კი ქვეყანა განვითარების ტემპს დაუნრუნდება. აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები აქვთ გაშლილი, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიერ შემუშავებული ეკონომიკური გეგმაა წარმოდგენილი.
დღევანდელი პროცესი 7 ნოემბრის საქმეს შეეხება.