მთავარისიახლეებიმსოფლიოვითარება უკრაინაში: რუსული სამხედრო ძალები საზღვრიდან 5-15 კმ-ზეა, სამზადისი გრძელდება

ვითარება უკრაინაში: რუსული სამხედრო ძალები საზღვრიდან 5-15 კმ-ზეა, სამზადისი გრძელდება

Published on

შენიშვნა: ინფორმაცია ახლდება “ფეისბუქზე” არსებული ჯგუფის World Military • ანალიტიკა სიახლეების მიხედვით

ბოლო სატელიტური დაკვირვებებით, ასე გამოიყურება უკრაინის გარშემო რუსული ძალების დაგროვების ამსახველი სიტუაციური რუკა.

ბოლო გადაადგილებებით ირკვევა, რომ მთელი ძალების დაახლოებით 60-70% უკრაინის საზღვრებიდან 5-15-კმ-ის მანძილზე განთავსდა და ნაწილი ახლაც აგრძელებს საბრძოლო პოზიციებზე განთავსებას.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასული 24 საათის განმავლაობაში, გაერთიანებული ძალების არეალში, ფრონტის მთელს სიგრძეზე, სეპარატისტების მიერ უკრაინული პოზიციების მიმართულებით 82, 120,122,152მმ-იანი შეიარაღებით, მტყვიამრქვევბით, ყუმბარმტყორცნებით და ჯავშანტექნით 136 თავდასხმა განხორციელდა, მათ შორის 116 აკრძალული შეიარაღებით. რის შედეგადაც დაიღუპა 2 და დაიჭრა 5 უკრაინელი სამხედრო.

დღეს დილიდან აქტიურად გრძელდებოდა უკრაინული პოზიციების მიმართულებით ინტენსიური დარტყმები, განსაკუთრებით დონეცკის მიმართულებით.
აქვე გეტყვით, რომ რუსეთის სამხედრო ძალების კუთვნილი მძიმე საბრძოლო ტექნიკა უკვე თეთრად მონიშნეს. როგორც წესი, ეს იმ მიზნით კეთდება, რომ საავიაციო იერიშის დროს მფრინავებმა თავიანთი ქვეყნის ჯავშანტექნიკის ამოცნობა დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოახერხოს. 

 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...