მთავარისიახლეებიმსოფლიოჩრდილოეთ კორეამ გაეროს სანქციების მიუხედავად კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ გაეროს სანქციების მიუხედავად კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

Published on

ჩრდილოეთ კორეამ  ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. რაკეტა ფხენიანიდან იაპონიის მიმართულებით გაუშვეს.  
 
BBC -ის ცნობით, ფხენიანიდან გაშვებულმა რაკეტის სიმაღლემ 770 კილომეტრს მიაღწია და მან წყნარ ოკეანეში ჩამოვარდნამდე 3700 კილომეტრი იფრინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეამ შედეგი გააუმჯობესა . კიმ ჩენ ინის თქმით, მეექსვსე ბირთვული ცდა ჩრდილოკორეელი ხალხის დიდი გამარჯვებაა
 
იაპონელი სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისქვეშა აფეთქების სიმძლავრე 160 კილოტონა იყო.
 
იაპონიის  პრემიერ- მინისტრმა სინძო აბემ გააკეთა განცხადება, რომ  მისი ქვეყანა არ მოითმენს ასეთ პროვოკაციულ ნაბიჯებს და თუ ფხენიანმა ასე გააგრძელა, მას არ ექნება ნათელი მომავალი.
 
მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა, სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ.
 
ჩრდილოეთ კორეიდან ნასროლმა რაკეტამ იაპონიას 29 აგვისტოსაც გადაუფრინა. მაშინ რაკეტამ 2700 კილომეტრი იფრინა და მისი მაქსიმალური სიმაღლე 550 კილომეტრი იყო.
 
12 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭომ, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებაზე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვები ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე დაწესდა.
 
3 სექტემბერს, ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, რომლის დამაგრებაც შორ მანძილზე მოქმედ კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტაზე შეიძლება. 

სიახლეები

ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა-კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს...

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...