მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ხმათა უმრავლესობის მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიას გმობს.

რეზოლუცია აფიქსირებს “ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უსაფრთხო, დემოკრატიული და დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ” და “გმობს რუსეთის სამხედრო ფორმირებას” უკრაინის საზღვარზე. კენჭისყრამ წინააღმდეგობის გარეშე ჩაიარა.

რეზოლუცია პრეზიდენტ ბაიდენს მოუწოდებს, დაავალოს აშშ-ს მთავრობას ყველა ინსტრუმენტის გამოყენება რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ხარჯის დასაკისრებლად და ევროპაში მშვიდობის აღსადგენად.

სენატორებმა განაცხადეს, რომ ადმინისტრაციას შეუძლია, დამოუკიდებლად დააწესოს სანქციები, მიუხედავად კონგრესის ქმედებებისა.

“საკითხი არაა “თუ”, არამედ “როგორ” ვუპასუხებთ პუტინს” – თქვა სენატორმა შაჰინმა.

უკრაინის გარშემო სიტუაცია კვლავ დაძაბულია. 17 თებერვალს სტანიცა ლუგანსკში საოკუპაციო ძალებმა საბავშვო ბაღი დაბომბეს. არსებული ცნობებით, შენობაში ბავშვები იმყოფებოდნენ, დაშავებულია 2 ზრდასრული პირი.

აშშ-ში ამბობენ, რომ რუსეთი მსგავსი ქმედებებით ცდილობს, თავდასხმის საბაბი შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრაზე ინფორმაციას უარყოფს, დასავლეთს ომის მოლოდინი აქვს. რუსეთის და ბელარუსის სამხედრო წვრთნების დასკვნითი ღონისძიება 19 თებერვალსაა დაგეგმილი. ამ დრომდე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ რუსული სამხედრო ნაწილებია მობილიზებული.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...