ფოთში ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დედას პატიმრობა შეეფარდა

0
310

ფოთში, ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

დაცვის მხარემ პროცესზე გირაოს შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა თქვა, რომ ქალს არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და მისი ოჯახური მდგომარეობა მძიმეა. ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც უნდა დაადგინოს რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.

პროკურატურა ამბობს, რომ ქალმა შვილი ჯერ გაგუდა, შემდეგ საკანალიზაციო მილში მოათავსა. უწყების მთავარი მოწმე ხელოსანია, რომელმაც ახალშობილის ცხედარი საკანალიზაციო მილში იპოვა.

ერთ-ერთი ვერსიით ოჯახი ჩვილის გაშვილებას გეგმავდა, თუმცა ნაადრევმა მშობიარობამ ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

ცნობისთვის, გარდაცვლილი ჩვილი ფოთში 14 თებერვალს იპოვეს. მეორე დღეს პოლიციამ ახალშობილის დედა დააკავა.

წინა სტატია15 644 ახალი შემთხვევა და 46 გარდაცვლილი – 17 თებერვლის კოვიდსტატისტიკა
შემდეგი სტატიარაიან ჰარისი: ბადრი ჯაფარიძის მანდატის ნაჩქარევად შეწყვეტა წარმოშობს კითხვის ნიშნებს კანონის უზენაესობისადმი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური