მთავარისიახლეებიპოლიტიკამინდა მოგისამძიმროთ, ზუგდიდმა გითხრათ უარი და გუშინ იწვნიეთ მნიშვნელოვანი დამარცხება - წითლიძე...

მინდა მოგისამძიმროთ, ზუგდიდმა გითხრათ უარი და გუშინ იწვნიეთ მნიშვნელოვანი დამარცხება – წითლიძე “ოცნებას”

Published on

მინდა მოგისამძიმროთ თქვენ, ძვირფასო ოცნების წარმომადგენლებო, თქვენ გუშინ პირწმინდად დამარცხდით ზუგდიდში – ამ განცხადებით დაიწყო გამოსვლა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანი წითლიძემ პარლამენტში.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა თქვა, რომ ქართული ოცნების მესიჯბოქსის მიუხედავად, წარმოაჩინონ ენმ გიორგი გახარიას გუნდის მოკავშირედ, ფაქტი არის ის, რომ ოცნება ზუგდიდის მოსახლეობამ უარი უთხრა.

“მინდა, მოგისამძიმროთ თქვენ, ძვირფასო ოცნების წარმომადგენლებო, თქვენ გუშინ პირწმინდად დამარცხდით ზუგდიდში. და როგორიც უნდა იყოს თქვენი მესიჯბოქსი და ჩვენ ვიცით, რომ შეგიძლიათ, თეთრზე თქვათ შავიაო იმისთვის, რომ პარტაქტივი გაამხნევოთ. გინდათ გახარიასთან გარიგებაში დაგვდეთ ბრალი, გინდათ უცხოპლანეტელებთან, ჩვენ ამას შეჩვეული ვართ თქვენგან, გვახსოვს მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც 3 დღე საქართველოში დადიოდა ტრუსკავეცშიაო გვიმტკიცებდა. როგორიც უნდა იყოს თქვენი შეფასება, ზუგდიდმა გითხრათ უარი და გუშინ იწვნიეთ ძალიან მნიშვნელოვანი დამარცხება. იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცით რა ტერორი, შანტაჟი და უბედურება მოაწყვეთ, რომ შეგეცვალათ ზუგდიდელების ნება”,- თქვა ანი წითლიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს . მას მხარი დაუჭირა ენმ-მაც. კენჭისყრაში “ქართულ ოცნებას” მონაწილეობა არ მიუღია.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...