მთავარისიახლეებისაზოგადოებარატომ მხოლოდ ანჯელის მასივში? - დღეს აბაშაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ვერტმფრენი...

რატომ მხოლოდ ანჯელის მასივში? – დღეს აბაშაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ვერტმფრენი ჩაერთო.

Published on

დღეს დილის 11 საათიდან  აბაშის რაიონში, ანჯელის ტერიტორიაზე დაიწყო იქ არსებული დიდი მასივების შეწამვლა ვერტმფრენის მეშვეობით. 
 
მოსახლეობა  გა რამდენიმე დღეა გაფრთხილებულია, რომ  უნდა მოერიდოს და მოარიდოს პირუტყვი იმ ტერიტორიას, სადაც ქიმიური წამლობა მიმდინარეობს.
 
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას განმარტებით,  ავიაცია ძირითადად დაუსახლებელ პუნქტებში იმუშავებს, ვინაიდან ვერტმფრენის გამოყენება შესაწამლად სოფლებსა და დასახლებულ ადგილებში არ შეიძლება, რადგან საშისია მოსახლეობისათვის. 
 
„ერთი ვერტმფრენი მუშაობს. იმ ადგილებში გამოვიყენებთ ავიაციას, სადაც სამანქანო ტექნიკა ვერ მიდის. სადაც უსაფრთხოების წესები მოგვცემს საშუალებას, იქ მოხდება ვერტმფრენის გამოყენება. ავიაციის გამოყენება დასახლებული პუნქტების თავზე, სოფლებში და მოსახლეობის სიახლოვეს არ შეიძლება, ამიტომ ის ძირითადად ჭალებში იმუშავებს“ – განმარტავს იგი.
 
ანჯელის მასივში მუშაობის დასრულების შემდეგ, ვერტმფრენი გურიაში გადასვლას გეგმავს და ისიც იმ ადგილებში იმუშავებს, სადაც არ არის დასახლებული პუნქტი. 
 
„როგორც ცნობილია ფაროსანა მიგრირებს ბუნებაში. ხან თხილშია, ხან სიმინდში და ხან ემზადება გამოსაზამთრებლად. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყველგან შეიწამლოს მასობრივად და სწორედ ამას ემსახურება ეს ღონისძიება. ფაროსანას ახლა სიმინდში ვებრძვით, შემდეგ გადაინაცვლებს გამოსაზამთრებლად ველურ მცენარეებში და იქ განვაგრძობთ ბრძოლას “, – განაცხადა ლიპარტიამ – ინტერპრესნიუსთან საუბარში.  
 
მისივე თქმით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაახლოებით 20 ათასი ჰექტარის დამუშავება აქვს გათვლილი, რომელსაც ვერტმფრენი დაამუშავებს. ზურაბ ლიპარტია არ გამორიცხავს, რომ კლიმატურ პირობების შეცვლიდან გამომდინარე, დასამუშავებელი ფართობი გაიზარდოს. 

სიახლეები

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...

აფხაზი ბოევიკები და ომი უკრაინაში — როგორ გადაიქცა დონბასი აფხაზური რევანშიზმის მეორე ფრონტად

2014 წელს დონეცკში გამოჩენილი მცირე კავკასიური მოხალისეთა რაზმი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და...

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...