მთავარისიახლეებიპოლიტიკადასაკარგი დრო და სალონური საუბრების ფუფუნება არ გვაქვს. ყველანი უნდა გავერთიანდეთ

დასაკარგი დრო და სალონური საუბრების ფუფუნება არ გვაქვს. ყველანი უნდა გავერთიანდეთ

Published on

მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით მიმდინარე შეხვედრებს ეხმაურება, რომელიც ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით იმართება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის მზად არის დაეხმაროს სალომე ზურაბიშვილს პროცესის “შინაარსით შევსებაში”.

“მე თავიდანვე მხარი დავუჭირე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეროვნულ თანხმობაზე და ახლაც მომწონს ზოგადი იდეა. რა თქმა უნდა, საეჭვოა, რომ პროცესმა ვერ მიგვიყვანა წარსულის ერთნაირ შეფასებებზე. ასეთი ერთნაირი შეფასება მსოფლიოს უმეტეს ნაწილებში არ არსებობს და იქ რაღაცნაირად ცხოვრობს ხალხი და პოულობს საერთო ენას.

მაგალითად, ქალბატონი სალომე თვლის, რომ ჩვენი “9 წელი” ძალიან უარყოფითი იყო. გამოკითხვებში ჩვენი ხალხის 70%-ს იმ წლებთან დადებითი ასოციაციები აკავშირებს. ამიტომ მგონია, რომ თანხმობა უნდა ეფუძნებოდეს 3 მთავარ რამეს:

1. წარსული წყენის დავიწყებას და უკან მოტოვებას;

2. დღეიდან ახალი თამაშის წესებზე შეთანხმებას;

3. მომავლის საერთო ხედვის შემუშავებას.

თუ ეს ყველაფერი აქეთ წავა, მე მხოლოდ ბედნიერი ვიქნები. უბრალოდ მაფიქრებს დროში 2 დამთხვევა. ჯერ ერთი, შარშან ეს პროცესი დაიწყო როცა ქუჩა დუღდა და გაჩენილმა მოლოდინებმა საპროტესტო ტემპერატურის დაწევას გარკვეულწილად ხელი შეუწყო. იანვარში იყო შესვენება და ახლა, როცა პოლიტიკური პროცესები, მათ შორის საპროტესტო მუხტი ისევ სწრაფად დაიძრა, ხელახლა ჩაირთო პარალელურად “თანხმობის პროცესი”.

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამას ქალბატონი პრეზიდენტი სპეციალურად ამთხვევს, მაგრამ არ მინდა ნამდვილი პოლიტიკური პროცესი ჩანაცვლდეს იმიტაციით და მულიაჟით. მზად ვართ ყველანი, დავეხმაროთ პრეზიდენტს პროცესის შინაარსით შევსებაში და გულწრფელად ვგულშემატკივრობ მას ამაში, მაგრამ ამასთანავე სხვა საქმესაც მივხედოთ ყველამ ერთად, საქმეს!

გვახსოვდეს, რომ დასაკარგი დრო და სალონური საუბრების ფუფუნება არ გვაქვს. ყველანი უნდა გავერთიანდეთ, უნდა დავდგეთ არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ, რიგგარეშე არჩევნების მისაღწევად და ქვეყნის გადასარჩენად.” წერს მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...