მთავარისიახლეებიმსოფლიოემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენს ესაუბრა

ემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენს ესაუბრა

Published on

უკრაინასა და რუსეთში ვიზიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა. მათ შეხვედრები და მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერმა ასევე ისაუბრა მიმდინარე დიპლომატიურ და შეკავების მცდელობებზე, რომლებიც მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით განხორციელდა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების გაძლიერების საპასუხოდ.

პუტინთან და ზელენსკისთან გამართული შეხვედრების შემდეგ მაკრონმა განაცხადა, კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებები ხუთშაბათს განახლდება. მხარეები ერთმანეთს ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში შეხვდებიან.

მიუხედავად უკრაინის საზღვრებთან 100 000-ობით ჯარისკაცის განლაგებისა რუსეთი კვლავ უარყოფს, რომ შეჭრას აპირებს. დასავლეთი ესკალაციის შემთხვევაში მოსკოვს მკაცრი სანქციებით ემუქრება. აშშ კი აცხადებს, რომ თუ შეჭრა მოხდება “ჩრდილოეთი ნაკადი 2”-ის პროექტი აღარ განხორციელდება. გარდა ამისა, უკრაინა დასავლეთის მხრიდან სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას იღებს.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...