მთავარისიახლეებისინდისი არ შეგაწუხებთ, ბატონ ანზორ? -სააკაშვილის მიმართვა ანზორ ჩუბინიძეს

სინდისი არ შეგაწუხებთ, ბატონ ანზორ? -სააკაშვილის მიმართვა ანზორ ჩუბინიძეს

Published on

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა მას სიტყვით მიმართა. ბრალდებულმა პრეზიდენტმა ჩუბინიძეს უსინდისო უწოდა.

სინდისი არ შეგაწუხებთ, ბატონ ანზორ? თქვენ ხომ ზუსტად იცით, რომ ყველაფერი, რაშიც ადანაშაულებენ თქვენს კოლეგას და რაშიც უნდა 9 წელი გაუშვან ციხეში… თქვენ ივანიშვილის მსახურებისას სინდისი საერთოდ აღარ გაქვთ? შვილები არ გყავთ? შვილიშვილები არ გეყოლებათ? რას ეტყვით შევილთაშვილებს, რომ უდანაშაულო ადამიანი გაუშვით ციხეში? დავანებოთ თავი სააკაშვილის თავი, ჯანაშიას რომ უშვებთ ციხეში,ა ბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი მიზეზით, რაზეც თქვენ გაქვთ ხელი მოწერილი და გასაიდუმლეობული გაქვთ, ამაზე თქვენ შვილთაშვილს კითხვას არავინ დაუსვამს? – უთხრა სააკაშვილმა ჩუბინიძეს.

საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებული პრეზიდენტიც ესწრება. დღევანდელ პროცესზე პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ.

ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის, 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...