მთავარისიახლეებისაზოგადოებათაკო ჩარკვიანი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა

თაკო ჩარკვიანი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა

Published on

თბილისის საქალაქო ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა ხმაურის ფონზე გრძელდება. ცოტა ხნის წინ მანდატურებმა პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს მიუთითა, რომ სამშობლოს მოღალატედ მოხსენიება საჯარო მოხელეებისთვის მძიმე ბრალდებაა და ამას პროკურორები “ვერ გაუტარებდნენ”.

მოსამართლის ამ განცხადებას დარბაზში მყოფი თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა: “კორუფციონერი პროკურორი მოღალატეა აბა რა ჯანდაბაა?!”

ამის შემდეგ, მოსამართლემ ჩარკვიანის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და მას მიმართა, თუ პროცესი სამარცხვინოდ მიაჩნია, თავს ისეთ მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებს, რომ მასში მონაწილეობა მიიღოს.

“სამარცხვინოდ თუ მიგაჩნიათ ეს პროცესი, ნუ ჩაიგდებთ თავს ისეთ მდგომარეობაში, რომ საკუთარი ნებით მიიღოთ მონაწილეობა „ამ სამარცხვინო პროცესში“. დარჩით სახლში და ინტერესის შემთხვევაში, ტელევიზიის მეშვეობით ადევნეთ თვალი. ის, რომ პროცესი ისტორიულია, არავის შეხსენება ამაზე არ მჭირდება. 6 წელია ვიხილავ ამ საქმეს და კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, რა პროცესს ვუძღვები. მაგრამ, უნდა მომცეთ შესაძლებლობა, რომ პროცესს გავუძღვე სრულყოფილად”, – მიმართა მოსამართლემ თაკო ჩარკვიანს.

საქმის განხილვა გრძელდება. ამ წუთებში დაცვის მხარე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს კითხავს.

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...