მთავარისიახლეებითქვენი ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს, გინდა დახურე და გინდა მოხურე, სასამართლო არ არსებობს...

თქვენი ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს, გინდა დახურე და გინდა მოხურე, სასამართლო არ არსებობს – სააკაშვილი მოსამართლეს

Published on

თქვენი ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს, – ამ სიტყვებით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს მიმართა.

სასამართლო პროცესი, სადაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე უნდა განიხილონ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს შენიშვნა მისცა და განუმარტა, თუკი მას სხდომის მშვიდ ვითარებაში ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემდა, დარბაზს დაატოვებინებდა.

„თუ გგონიათ ახლა, რომ თქვენი რომელიმეს ნათქვამი ვინმემ გაიგონა და მოისმინა, ძალიან ცდებით… თუ დარბაზში უკეთესად ისმის და მხოლოდ თქვენთვის არის ეს ნათქვამი, კი ბატონო, გაიგეთ მხოლოდ თქვენ. ისე ნუ გააკეთებთ, რომ წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სხდომა დავხურო და არავინ მიიღოთ მონაწილოება ამ პროცესში“, – განაცხადა ბადრო კოჭლამაზაშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სააკაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო არ არსებობს და რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება წინასწარ აქვს მიღებული.

„რა მნიშვნელობა აქვს, პროცესი არ არის, გინდა დახურე და გინდა მოხურე, სასამართლო არ არსებობს. თქვენი ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლემ ყოფილ პრეზიდენტს შენიშვნა მისცა.

„ვინაიდან აქ გამოსვლა შეურაცხმყოფელია როგორც მოწინააღმდეგე მხარისთვის, ასევე სასამართლოსთვის, მე თქვენ ახლა გაძლევთ შენიშვნას, თუ თქვენი მონაწილეობა ხელს შემიშლის სხდომის გაგრძელებაში, დატოვებთ სხდომის დარბაზს და მშვიდ ვითარებაში გავაგრძელებ საქმის განხილვას“, – განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...