მთავარისიახლეებისაზოგადოებაენმ ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე დაწესებული საფასურის გაუქმებას ითხოვს

ენმ ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე დაწესებული საფასურის გაუქმებას ითხოვს

Published on

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე დაწესებული საფასურის გაუქმებას ითხოვს. ინიციატივა ოპოზიციურმა პარტიამ საკრებულოში უკვე დაარეგისტრირა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრი და რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ანა წითლიძე ავრცელებს.

“ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ვიზიტის საფასურის დაწესება მოსახლეობაში უკმაყოფილების მიზეზი გახდა, რასაც მოწმობს სოციალურ ქსელში გამოთქმული აზრები და ჩატარებული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანების ჩართულობით. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაღი არის ერთადერთი მწვანე ზონა ქალაქში.

მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც სტატისტიკური მონაცემები თუ ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვები ადასტურებს, რომ ზუგდიდის მოსახლეობის ეკონომიკურ ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ინიციატივით შემოვდივართ უახლოეს საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნას ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტთან დაკავშირებით დაწესებული გადასახადის საკითხი”, – ნათქვამია ინიციატივაში.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა 1-ლი თებერვლიდან ფასიანი გახდა, რასაც ახალგაზრდებისა და საზოგადოების  ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ამ საკითხთან დაკავშირებით აქციები გაიმართა, ზუგდიდის ქუჩებში კი სტენსილები “გააღე ბოტანიკურის შიშკარი” გამოჩნდა.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...