,,მოგწონს, არ მოგწონს, მოითმინე, ლამაზო ” – პუტინი ზელენსკის

0
273

“მოგწონს, არ მოგწონს, მოითმინე, ჩემო ლამაზო ” — ასე მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს. პუტინმა ეს გამოთქმა, რომელიც სავარდოდ რუსული შაირიდანაა და იძულებას გულისხმობს, ირონიულ კონტექსტში გამოიყენა, როცა მინსკის შეთანხმებაზე საუბრობდა.

“კიევში ხან ამბობენ, რომ არ შეასრულებენ [მინსკის შეთანხმებას], ხან ამბობენ, რომ ეს დაანგრევს მათ ქვეყანას. მოქმედმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ არცერთ პუნქტი არ მოსწონს მინსკის შეთანხმებიდან. ნუ, მოგწონს, არ მოგწონს, მოითმინე, ჩემო ლამაზო! უნდა შეასრულო! სხვანაირად არ გამოვა”, — განაცხადა მან პრესკონფერენციაზე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართა.

პუტინის ამ განცხადების შემდეგ ისაუბრა ემანუელ მაკრონმაც და ხაზი გაუსვა, რომ ზელენსკი იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომლის საზღვართანაც 125 000  რუსი ჯარისკაცი დგას და “დიახ, ის ნერვიულობს”. მისი თქმით, ამ შეთანხმების ხელმოწერის დროს სიტუაცია სხვა იყო.

მაკრონმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ სიტუაცია სერიოზულია და ყველამ ერთად უნდა იპოვონ მშვიდობიანი გზა ევროპაში სტაბილურობისთვის. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის ხედვა ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე არ ემთხვევა ევროპულ და დასავლურ პოზიციას.

მაკრონი მოსკოვში პუტინს 7 თებერვალს შეხვდა. გასული კვირის განმავლობაში საფრანგეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრები ჰქონდა რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან — 8 თებერვალს, სამშაბათს კი ის კიევში ჩავა. მისი თქმით, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ პუტინთან სატელეფონო საუბარი ექნებ

წინა სტატიავლადიმირ პუტინი: რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთში
შემდეგი სტატია„ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ შესაძლოა, მთელ ევროპაში დაიხუროს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური