მთავარისიახლეებისაზოგადოება„თავისუფლებათა ქარტიის“ ფარგლებში წალენჯიხაში პირველი არჩევნები ჩატარდება

„თავისუფლებათა ქარტიის“ ფარგლებში წალენჯიხაში პირველი არჩევნები ჩატარდება

Published on

8 თებერვალს, 10:00 საათზე, „თავისუფლებათა ქარტიის“ ფარგლებში პირველი სახალხო არჩევნები გაიხსნება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაკიფუსა და მიქავაში, რაც გულისხმობს, რომ 14 ადმინისტრაციულ ერთეულში სახალხო არჩევნები ჩატარდება და გუნდები (1/2) წარმომადგენლებს აირჩევენ, რომელნიც შემდგომში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტში, ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომუკურ და სოციოლურ პროცესებში.

“ეს უპრეცედენტო მოვლენაა, როდესაც ხალხს უბრუნდება ხელისუფლება. ამ ადამიანებს არ ექნებათ ხელფასი – ეს ნებაყოფლობითი სამოქალაქო აქტივიზმია. შესაბამისად, არ ხარ დამოკიდებული არავის ხელფასზე, ხარ თავისუფალი და ხელისუფლებასთან ერთად გარკვეული სახის მონიტორინგის როლსაც ასრულებ. ამიტომ ეს უპრეცედენტო, გამორჩეული და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ასე ჩატარდება 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში არჩევნები და ჯამში, 98 ადამიანი გვეყოლება.”- აცხადებენ ქარტიაში.

სათემო საზოგადოებრივი საბჭოები არის მერთან არსებული მუდმივმოქმედი, არჩევითი სათათბირო ორგანო, რომლის ფუნქციაა კონკრეტულ თემთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების შემუშავება, მიღებასა და მათ აღსრულებაზე საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა.
სათემო საზოგადოებრივი საბჭოები არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერის – გიორგი ხარჩილავას მიერ მიღებული “წალენჯიხის თავისუფლებათა ქარტიის” ერთ-ერთი მექანიზმი. ქარტია მიზანს ისახავს მოქალაქეთა ჩართულობის, თანამმართველობის რეალური მექანიზმების დანერგვას და წალენჯიხის მაგალითზე ძალაუფლების დეცენტრალიზაციის, მოქალაქეთა ჩართულობის პრეცედენტის შექმნას.

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დღეს გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს დღეს, 12 მაისს გამოაცხადებს, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა...

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...