მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტი დღეს 3 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს

პარლამენტი დღეს 3 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს

Published on

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს 3 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. დეპუტატები ელენე ხოშტარიასთვის, ბადრი ჯაფარიძისთვისა და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის შეჩერებას განიხილავენ.

ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა “ქართულმა ოცნებამ” მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე დამნაშავედ ცნო. ხოშტარია-ნათელაშვილის შემთხვევაში ხელისუფლება მიზეზად სხდომების გაცდენას ასახელებს.

“არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ უფლებამოსილება იქნეს შეწყვეტილი, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული “ქართული ოცნების” მიერ, ეს იქნება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა”, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

კომიტეტი ამავე სხდომაზე განიხილავს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, კახა კუჭავას წერილობით მიმართვას მანდატის შეწყვეტაზე.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...