მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ოცნება" აპირებს შეუწყვიტოს მანდატი ჯაფარიძეს, ხოშტარიას, ნათელაშვილს

“ოცნება” აპირებს შეუწყვიტოს მანდატი ჯაფარიძეს, ხოშტარიას, ნათელაშვილს

Published on

ხვალიდან პარლამენტი სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე  იმსჯელებს. “ლელოს” ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს  მანდატი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამო უნდა შეუწყვიტონ, ხოლო ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილს “ქართული ოცნება” სხდომების გაცდენების გამო სჯის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “დროას” და ლეიბორისტული პარტიების” ლიდერებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. რაც შეეება ბადრი ჯაფარიძეს, ის ფიქრობს, რომ “ქართულ ოცნებას” მისთვის მანდატი შესაწყვეტად სამართლებრივი მექანიზმი არ გააჩნია. მისი თქმით, ხელისუფლება ამ გზით პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალებას ცდილობს.

სამართლებრივად არ არსებობს საფუძველი მანდატის ან უფლებამოსილების შეწყვეტის თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს არის “ქართული ოცნების” გადასაწყვეტი რას აირჩევენ. თუკი იქნება გადაწყვეტილება მიღებული მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს იქნება ჩემთვის პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა, – თქვა ჯაფარიძემ. 

მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ დეპუტატები სხდომებს არასაპატიო მიზეზებით აცდენდნენ , შესაბამისად, განიხილება პარლამენტის იმ წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რომლებმაც გააცდინეს ნახევარზე მეტი სესია ან რომელთა მიმართაც ძალაში შესულია გამამტყუნებელი განაჩენი.  ამ შემთხვევაში ეს შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, რომლის   მიმართ  რეგლამენტის შესაბამისად დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...