მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მუზეუმის ეზოდან კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს

ზუგდიდის მუზეუმის ეზოდან კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს

Published on

ზუგდიდის დადიანების ისტორიულ -არქიტექტურული მუზეუმის ეზოდან მოპარულია კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება ‘კოლხიშ ნანა”. როგორც მუზეუმის დირექტორი ამბობს, ის სტანდარტული შემოვლის დროს, მუზეუმის თანამშრომლებმა დღეს დილით, 9 საათზე შენიშნეს. ქანდაკება რამდენჯრემე დააზიანეს კიდეც და წერილიც კი დატოვეს, სადავ განმარტებული იყო, რომ ეს ქანდაკება კერპთაყთანისმცემლობას განსაზღვრავს და სწორედ ამიტომ დააზიანეს, რადგან ებრძვიან მას.
“კოლხიშ ნანა” დადიანების მუზეუმის ეზოში 2018 წელს დადგეს.ის ზუგდიდში, ცაიშის გათხრების დროს, 2005 წელს აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის ქალი-ღვთაების ქანდაკებაა. ცხენზე ამხედრებული მეძუძური დედა ჩვილი ბავშვით და ღვინის თასით ხელში. ეს გახლავთ დედა ქალღმერთის პლასტიური ქანდაკებები. მსგავსი ეგზემპლარები აღმოჩენილია კუნძულ სამოსზე, ევბეაზე. ერგეტაში, მუხურჩაში და სხვ. წარმოადგენს ნაყოფიერების ქალღმერთის კიბელეს კოლხურ ვარიაციას.
ძვ. წელთაღიცხვის მერვე საუკუნე, პირველი ნახევარი.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...