მთავარისიახლეები"თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს" - მიხეილ სააკაშვილის პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

“თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს” – მიხეილ სააკაშვილის პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია იმართება. მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებენ და მის უკანონო პატიმრობას აპროტესტებენ.

მთავარი მოთხოვნა არის პოლიტიკური დევნის დასრულება, საქართელოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება. გუშინ ამერიკის კონგრესში ღიად გაჟღერდა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის კრემლის მესიჯი, ყველა იმ პოლიტიკოსის, ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც გეოპოლიტიკურ რეგიონში, რომელიც არის მნიშვნელოვანი სამიზნე კრემლისთვის, გაიბრძოლებს კრემლის წინააღმდეგ, მისი გავლენის წინააღმდეგ და შეეცდება რუსული პრბეტიდან ქვეყბნის გამოყვანას. ამიტომაც, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობით ჩვენ ვხედავთ, რომ კრემლის მარიონეტი ხელისუფლება სჯის თავისუფლებისთვის და რუსული იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტს, – აცხადებს სამოქალქო აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი.

საქალაქო სასამართლოს შენობასთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც. პერიმეტრს კრიმანულური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანმშრომლები აკონტროლებენ.

სიახლეები

ამოღებულია კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”-ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე...

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დღეს გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს დღეს, 12 მაისს გამოაცხადებს, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა...

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...