მთავარისიახლეებიმსოფლიო"გადაყარეთ კოკაინი!" - არგენტინაში ფალსიფიცირებულმა კოკაინმა 16 ადამიანი იმსხვერპლა

“გადაყარეთ კოკაინი!” – არგენტინაში ფალსიფიცირებულმა კოკაინმა 16 ადამიანი იმსხვერპლა

Published on

ბუენოს-აირესის პროვინციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა იმ მოქალაქეებს, ვინც ბოლო 24 საათის მანძილზე ბუენოს აირესში კოკაინი შეიძინა, მისი გადაყრისკენ მოუწოდა. ამის მიზეზი ისაა, რომ შესაძლოა, კოკაინში რაიმე მომწამვლელი ნივთიერება ან სუბსტანცია იყოს გარეული. 

ფალსიფიცირებულმა კოკაინმა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში სულ მცირე 16 ადამიანი იმსხვერპლა, 50 ადამიანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ფალსიფიცირებული კოკაინი მომხმარებლებმა ქალაქის ერთსა და იმავე რაიონში შეიძინეს. ამ დრომდე დაკავებულია 9 ადამიანი.

სამართალდამცველებმა დაკავებულებს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ჩამოართვეს და შესადარებლად გარდაცვლილთა გაკვეთის შედეგებს ელოდებიან.

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...