მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევა მოსვენებას არ უნდა აძლევდეს არავის

მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევა მოსვენებას არ უნდა აძლევდეს არავის

Published on

“დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მან ცოტა ხნის წინ დატოვა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება: მისი თქმით, მათ ისაუბრეს პოლიტიკურ საკითხებზე და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. 

“ის უფლებების დარღვევა, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება, ჩემი აზრით, მოსვენებას არ უნდა აძლევდეს არავის. წარმოუდგენელია, რომ მსგავსი კანონდარღვევები ხდებოდეს, ვის მიმართაც გინდა, მით უმეტეს პრეზიდენტის მიმართ და ამას ყველაფერს მშვიდად ეგუებოდა. ამიტომ, მე რეგულარულად მაქვს მასთან კომუნიკაცია. მერეც ვაპირებ ჩამოსვლას. ახლა გამოვკითხე გორიდან გამოსვლის ეპიზოდზე, იმიტომ, რომ  მას შემდეგ არ მქონია კომუნიკაცია.

მე ექიმი არა ვარ, მაგრამ კვალი იგივე შიმშილობის თუ მოპყრობის, რომელშიც ის იმყოფებოდა და იმყოფება, რა თქმა უნდა, არის და ასევე პრობლემები გრძელდება კვებასთან დაკავშირებით და სხვდასხვა. ამაზე ალბათ ექიმებმა უფრო უკეთ უნდა ისაუბრონ, თუმცა სამწუხაროდ, აქაც მისი უფლებები ირღვევა და მათ არ აქვთ საშუალება კომუნიკაციის.” – განაცხადა ხოშტარიამ.

სიახლეები

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...

როგორც ვენსმა თქვა, “ოპონენტების გაჩუმებით, ციხეში ჩასმით მანდატს ვერ მოიპოვებთ”-დანიგანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი, 4 ივლისისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა...

დღეს სასამართლოში საბა ჯიქიასა და გიორგი მინდაძის საბოლოო პროცესები გაიმართება

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საბა ჯიქიასა და გიორგი მინდაძის საბოლოო პროცესები გაიმართება. საბა ჯიქიას სასამართლო...