მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მერი წამების ამსახველი ვიდეოკადრების საჯარო ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდის მერი წამების ამსახველი ვიდეოკადრების საჯარო ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Published on

გუშინ ზუგდიდის ცენტრში წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების საჯარო  ჩვენებასთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია განცხადებას ავრცელებს. „ცალსახად ვაცხადებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, კერძოდ კი მერია და მე, ქალაქის მერი ამ ჩვენების ორგანიზატორები არ ვყოფილვართ. – ნათქვამია განცხადებაში – ვფიქრობთ, რომ ეს დეზინფორმაცია მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს და მიმართულია ჩვენი დისკრედიტაციისკენ. ფილმის ჩვენების ორგანიზატორი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ("საზოგადოებრივი აზრის დარბაზი") გახლდათ. რაც შეეხება ჩემი იქ ყოფნის მიზეზსა და მიზანს – ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფს პროვოკაციის მოწყობა სურდა, რის თავიდან ასაცილებლად ჩავთვალე საჭიროდ ადგილზე მივსულიყავი და აგვერიდებინა ეს დაპირისპირება, რაც საბედნიეროდ, მოვახერხეთ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ქალაქ ზუგდიდში ე.წ. "კასრების კადრების" საჯარო ჩვენების ორგანიზატორი ქალაქ ზუგდიდის მერია არ ყოფილა“ – აღნიშნულია ქალაქ ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას განცხადებაში.
საზოგადოებაში უკიდურესად ნეგატიური შეფასება მოყვა იმ ფაქტს, რომ გუშინ ზუგდიდში „საზოგადოებრივი აზრის დარბაზის“ მიერ ორგანიზებულ  ადამიანის წამების ამსახველი კადრების საჯაროდ ჩვენებას ზუგდიდის ცენტრში  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ჩვენებაზე მყოფმა ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ეს კადრები ყველამ უნდა ნახოს", „საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ხდებოდა, საიდან მოვდივართ და რა გვინდა ავაშენოთ, რომ შევცვალოთ ეს ყველაფერი."

სიახლეები

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

რუსეთიდან გაჟღერებულ მუქარაზე ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარი კეთდება - ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ვერანაირი...