მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდელი მხატვრის ბელგიური ტურნე - ტექსტილის მუზეუმი ელენე ფიფიას გამოფენას მასპინძლობს

ზუგდიდელი მხატვრის ბელგიური ტურნე – ტექსტილის მუზეუმი ელენე ფიფიას გამოფენას მასპინძლობს

Published on

 ბელგიის ქალაქი გენტი 20 იანვრიდან ზუგდიდელი მხატვრის, ელენე ფიფიას ნამუშვრების გამოფენას მასპინძლობს. ტექსტილის მუზეუმში ელენეს მიერ ქსოვილითა და ძაფით შესრულებული 40-მდე ფერწერული ნამუშვარია წარმოდგენილი. საზღვარგარეთ საკუთარი ნამუშევრების გამოფენის იდეა წლების წინ დაიბადა, საკმაოდ რთული გზის გავლის შემდგომ იდეის განხორციელებაში “„ნეო-არტ სტუდიო“ დაეხმარა, რომლის დამფუძნებლები არიან ზუგდიდელი მადონა ბერიძე, თამარ ახალაია და ხათუნა სიჭინავა. ისინი წლებია ბელგიაში მოღვაწეობენ და მუდმივად ცდილობენ საქართველოს წარმოჩენას და ხელოვნების პოპულარიზაციის ხელშეწყობას (და არამარტო).

„ქალბატონ მადონას ჰქონდა  შერჩეული ჩემი ნამუშევრების გამოფენისთვის სხვადასხვა სივრცეები, მაგრამ არჩევანი მაინც ინდუსტრიის მუზეუმზე შეაჩერა,რადგან ჩემი ნამუშევრებისთვის გამოყენებული მასალა( ქსოვილები და ძაფები) სრულ თანხვედრაშია მუზეუმის საგამოფენო სივრცესთან. გამოფენილი მაქვს 40  ნუშევარი ქსოვილებითა და ძაფით შესრულებული. „- ამბობს ელენე ფიფია.

 

ქსოვილები და ძაფები ადრეული ასაკიდან იზიდავდა, მაშინ, როცა დედა  ქსოვას და ქარგვას  ასწავლიდა. თუმცა, ამ მასალაში ხატვის ინსპირაცია  90-იანი წლებიდან დაიწყო:

„ეს ჩემი სტუდენტობის  წლებს უკავშირდება, როცა ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა. ფიზიკურად არ იშოვებოდა სამხატვრო მასალები  და მე, ფერმწერს,არ შემეძლო ფერების გარეშე დარჩენა.სწორედ ამან მიბიძგა იმისკენ, რომ სხვა მასალაში შემექმნა ფერწერული ნამუშევრები. ფაქტიურად შევცვალე საღებავი და ვხატავ ქსოვილებით და ძაფებით.ვხატავ ყველაფერს, ყველა ჟანრში. ამ ბოლო დროს დავკავდი პორტრეტით. რთული ჟანრია, თავიდან ცოტა შემეშინდა, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ, სწორედ პორტრეტია ჩემი ჟანრი. მხატვრის ცხოვრებაში ხშირად დგება მომენტი, როცა არ გეხატება და უძლური ხარ, მაგრამ ეს დროებითია. მე არასდროს ველოდები მუზებს. ყოველთვის ტილოსთან ვდგავარ. საკმარისია ერთი ფეხი შევდგა იმ სამყაროში და ძალიან სწრაფად, სრულად აღმოვჩნდები ხოლმე  კოსმოსში.არ მსურს იქიდან დაბრუნება, რადგან,ეს არის დიდი მოგზაურობა,გასვლა სხვა  განზომილებაში.“- გვიყვება ელენე.

ბელგიელებს განსაკუთრებით  ერთ-ერთი ნამუშევარი მოეწონათ, რომელზეც გამოსახულია მუზეუმის შენობა. ელენემ  ტილო მაშინ შექმნა, როცა უკვე მისი ნამუშევრების  საგამოფენოდ მუზეუმის სივრცე საბოლოოდ შეირჩა და შენობის ფოტოსურათი მადონა ბერიძემ  გადმოუგზავნა:

„მომენტალურად მომინდა ტილოზე გამეციცხლებინა. ვფიქრობ გამომივიდა“-

დამთვალიერებლების კატეგორია, როგორც ელენე ამბობს, ბელგიაშიც  მრავალფეროვანია. ზუგდიდელი მხატვრის ნამუშევრებს ათვალიერებს ყველა, ვისაც სურვილი აქვს, დარბაზში ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებიც მოდიან -„ მათი აღქმა და შეფასებები ემთხვევა ჩემს ჩანაფიქრს იმაზე,რომ განსხვავებულ მასალაში ვქმნი ფერწერულ ნამუშევრებს და რომ ეს არის უფრო მხატვრობის სფერო, ვიდრე ტექსტილის( მიუხედავად მასალისა.)“

ელენეს ბელგიური არქიტექტურა ხიბლავს, უკვე იცის, როგორ შექმნას ტილოზე ბელგიის ქალაქი გენტი: „ საოცარი ქალაქია გენტი,საოცარი არქიტექტურით რამდენიმე ისტორიული შენობა ჩავხატე.ვაგროვებ  მასალას შემდგომი სამუშაოებისთვის.იდეაში მაქვს ამ ქალაქის ხედები შევქმნა.ეს კარგი თემაა მომავალი გამოფენისთვის.კიდევ ერთი ნამუშევარი,რომელიც  განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს აქაურ დამთვალიერებელში,ეს არის ქართული გარდამოხსნა.სარიტუალო დანიშნულების,რომელიც შესრულებულია მხოლოდ ძაფებით.უფრო ნაქარგობას მიეკუთვნება.შესრულებულია ტრადიციული ქარგვის ტექნიკისა და ჩემ მიერ გამოგონილი ტექნიკის შერწყმით.გადავწყვიტე, გამოფენის დახურვის შემდეგ, ეს ნამუშევარი როგორც შესაწირავი, გადავცე ბელგიაში არსებულ ქართულ ტაძარს.“- გვიმხელს ელენე.

საქართველოში პერსონალური გამოფენა ბევრჯერ  ბევრი ქონდა, ჰქონდა,  სამომავლოდ   უამრავი იდეა და შემოთავაზება აქვს:

„პერიოდულად ვაგზავნიდი ნამუშევრებს სხვადასხვა ქვეყნებში და იფინებოდა.მადალითად შვედეთში( ქ.ვირსბო) გერმანიაში(ქ.ბერლინი)მალაიზიაში.ბელგიელები ქართველებივით ემოციურები არ არიან, მაგრამ საოცარია მათი დამოკიდებულება .ისინი ძალიან აფასებენ ხელოვნებას.თვლიან, რომ ხელოვანი ადამიანები ქმნიან ქვეყნისთვის ღირებულს და ეს მათთვის  მნიშვნელოვანსაქართველოში ხშირად მქონდა გამოფენები.პერსონალური და ჯგუფური გამოფენების მონაწილეც ვარ. საზღვარგარეთ ეს პირველი პერსონალური გამოფენაა.ისე პერიოდულად ვაგზავნიდი ნამუშევრებს სხვადასხვა ქვეყნებში და იფინებოდა.მადალითად შვედეთში( ქ.ვირსბო) გერმანიაში(ქ.ბერლინი)მალაიზიაში.”

იზიდავს ევროპა, მაგრამ სამშობლო ყველაფერს ურჩევნია, ამბობს, რომ სხვისი კარგი საკუთარს უნდა შეჰმატო თუ გინდა რომ უკეთესი გახადო.:

„სტუმრის სტატუსით ყოფნა ყველგან კარგია, მაგრამ ეს არ არის ჩემი.აქ ალბათ ვერ ვიცხოვრებდი.ვისურვებდი, რომ სხვისი კარგი, ჩვენს კარგს მივუმატოთ.ძირფესვიანად შეცვლა ყველაფრის,რასაც ჩვენ ხშირად ვცდილობთ ქართველები, ვფიქრობ არ არის სწორი.ძალიან მიყვარს და მენატრება ჩემი საქართველო, ჩემი ზუგდიდი“- ამბობს ელენე.

ზუგდიდელი მხატვრის, ელენე ფიფიას ნამუშევრები ბელგიის ქალაქ გენტში, ტექსტილის მუზეუმში  15 თებერვლამდე დარჩება.

 

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...