მთავარისიახლეებიმსოფლიოჰოჯესი: საქართველომ უნდა აიმაღლოს ხმა, რომ რუსეთი აგრესორია და ახლა იმავეს აკეთებს...

ჰოჯესი: საქართველომ უნდა აიმაღლოს ხმა, რომ რუსეთი აგრესორია და ახლა იმავეს აკეთებს უკრაინაში

Published on

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს რომ საქართველომ მკაფიოდ უნდა ისაუბროს რომ რუსეთის აგრესორია და ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება საერთო იმპერიული ნარატივის ნაწილია.

ამის შესახებ ჰოჯესმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებულ ვებინარზე ისაუბრა, რომელიც შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და უკრაინაში დაძაბულ მდგომარეობას ეხებოდა.

მკვლევარი შოთა ღვინერიას კითხვაზე, რა შეუძლია საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას, რომელსაც ასევე ეხება რუსეთის აგრესია, გააკეთოს უკრაინის მხარდასაჭერად და გახდეს უკრაინის გარშემო ერთიანი დასავლური პოლიტიკისა და ნაბიჯების მონაწილე, ჰოჯესმა განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთის აგრესიაზე ხმამაღლა უნდა ისაუბროს და წარსულის ქმედებებზე კრემლს პასუხისმგებლობა დააკისროს.

„უპირველეს ყოვლისა, საქართველო უნდა იყოს ხმამაღალი, მკაფიო და ძლიერი თავის მესიჯებში ყველა იმ ადამიანის მიმართ ევროპაში ვისაც მათში ეჭვი ეპარება, რომ რუსები ისევ აქ არიან, საქართველოში და ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება უბრალოდ ყველაზე ახალი ფაზაა იმის, რაც დაიწყო 2008 წელს.

ეს არაა ერთმანეთისგან განცალკევებული მოვლენები. აქ არის მოდელი, რომელიც რუსეთმა დახვეწა, როცა ის შედის ქვეყანაში, ამბობს სხვადასხვა მიზეზი თავის ქმედებებზე და საბოლოოდ ჩნდება საერთაშორისო არენაზე, სადაც ცვლის ქმედებების ზოგად ნარატივს.

ასე რომ, საქართველო უნდა იყოს ხმამაღალი და მკაფიოდ და ურყევად ისაუბროს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს რომ ის, რაც მოხდა 2008 წელს და შემდეგ 2014-ში და ახლა 2022-ში არის ერთი ხაზის ნაწილი და რუსეთი არასდროს იხევს უკან, ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ეს, ჩემი აზრით, ერთი და იგივე ამბავია – კრემლის მცდელობა დაიბრუნოს იმპერია: არა საბჭოთა კავშირი, არამედ იმპერია. ესაა ერთ-ერთი გზა, რომლითაც საქართველოს შეუძლია გაწიოს დახმარება.

არ უნდა დავაყენოთ ეჭვქვეშ შედარებით პატარა ქვეყნების ხმის მნიშვნელობა საერთაშორისო ორგანოებში იქნება ეს ეუთო, გაერო თუ საერთაშორისო სასამართლოები. ყველა ადგილას აიმაღლეთ ხმა შეუცდომლად რომ რუსეთო, შენ ხარ აგრესორი შენ ეს ჩვენ უკვე გაგვიკეთე და ახლა იმავეს აკეთებ უკრაინაში და დააკისრეთ მათ პასუხისმგებლობა – ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...