მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი სააკაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა მისი ძმის მდგომარეობა კვალიფიციურმა ექიმებმა შეაფასონ

გიორგი სააკაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა მისი ძმის მდგომარეობა კვალიფიციურმა ექიმებმა შეაფასონ

Published on

მესამე პრეზიდენტის ძმა გიორგი სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი ძმის მდგომარეობა გაუარესებულია და აუცილებელია კვალიფიციურმა ექიმებმა შეაფასონ.

მიხეილ სააკაშვილი პროტესტის რადიკალურ და უკიდურეს ფორმას აანონსებს.

ულტიმატუმის ვადა რამდენიმე საათში იწურება – მიხეილ სააკშვილის მოთხოვნების შესრულებამდე იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე საათი რჩება. მსჯავრდებული პრეზიდენტი რამდენიმე კვირაა ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას, ციხეში პირადი ექიმის შესვლას და ადვოკატებთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლებას ითხოვს, თუმცა ბრეგაძის უწყება დუმს. 

 ,,მისი გადასაწყვეტია პროტესტის რა ფორმას მიმართავს, მაგრამ მინდა ვთხოვო, რომ მისთვის შიმშილობა არ შეიძლება, ეს ძალიან მძიმე შედეგს გამოიწვევს”  – აცხადებს გიორგი სააკაშვილი.

მიშას მდგომარეობა გაუარესებულია,  აქვს ჰიპერტონიული წნევა, აღენიშნება ნერვოლოგიური პრობლემები.

საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების საშუალებით, უნდა მივიაღწიოთ, იმას რომ ექიმებმა ნახონ და შეაფასონ არსებული მდგომარეობა. 

როგორ გაგრძელდება დაპატიმრებული პრეზიდენტის პროტესტი ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც მასთან მისი თანაგუნდელები და ადვოკატები შევლენ

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...