მთავარისიახლეებისაზოგადოებააშშ-ის ელჩი ზუგდიდში დადიანების სასახლეს ეწვია

აშშ-ის ელჩი ზუგდიდში დადიანების სასახლეს ეწვია

Published on

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ზუგდიდში იმყოფებოდა და დადიანების სასახლე მოინახულა. 

ინფორმაცია და ფოტოები ზუგდიდიდან საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ფბ-გვერდზეა გამოქვეყნებული. 

“ზუგდიდში მდებარე დადიანების სასახლე სამეგრელოს ისტორიულ ავტონომიაზე, უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობასა და ევროპასთან საბჭოთამდელ ძლიერ ურთიერთობაზე მეტყველებს. დღეს ელჩ დეგნანს დადიანების სასახლეში მუზეუმის თანამშრომლებმა უმასპინძლეს. ელჩმა ინახულა ულამაზესი ბოტანიკური ბაღი, დედოფლის სასახლე და ნიკო დადიანის სასახლე. მან, ასევე, დაათვალიერა მუზეუმის საოცარი კოლექცია, მათ შორის ღვთისმშობელ მარიამის კვართი, დედოფალ ბურდუხანის მეთორმეტე საუკუნის ხატი, იმამ შამილის ხმალი და ნაპოლეონ ბონაპარტის სიკვდილის შემდგომი ოთხი ნიღბიდან ერთი.
გასული ოცდაათი წლის განმავლობაში შეერთებული შტატები, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, მუშაობს საქართველოს არაჩვეულებრივი და მართლაც უნიკალური კულტურისა და ისტორიის შენარჩუნებასა და წარმოჩენაზე. საქართველოს მასშტაბით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ოცზე მეტი პროექტი დავაფინანსეთ. მათ შორისაა ჯვრის მონასტრის შენარჩუნების მიმდინარე პროექტი. ასევე, რეგულარულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მუზეუმებსა და კულტურის სხვა ინსტიტუტებს”, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...