მთავარისიახლეებიმკურნალობაზე მეუბნებიან უარს იმ იმედით, რომ მდგომარეობა სულ უფრო გამიუარესდება და აზროვნებას...

მკურნალობაზე მეუბნებიან უარს იმ იმედით, რომ მდგომარეობა სულ უფრო გამიუარესდება და აზროვნებას ვერ შევძლებ – სააკაშვილი

Published on

მკურნალობაზე უარს მეუბნებიან, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს და აზროვნება ვერ შევძლო – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ახალ მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ყველა ის პირი, ვინც მის მიმართ ადამიანური დამოკიდებულება გამოიჩინა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მას შემდეგ, რაც გორში “მკურნალობის” შემდეგ ჩემი ნევროლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, რუსთავში, ადმინისტრაციამ გამოიძახა კლინიკა “ვივამედის” ნევროლოგი თამარ აბაშიძე. მას ჩემი გამზრდელი დიდი ბებიის სახელი ერქვა და დამამახსოვრდა. არამხოლოდ ამიტომ, არამედ თავისი პროფესიონალიზმითა და ადამიანობით მომხიბლა.
მან დასვა ზუსტად იგივე დიაგნოზი, რაც “ემპათიას” და სახალხო დამცველს ჰქონდათ დასმული და მოითხოვა ჩემი შემდგომი გამოკვლევა.
ახლა გავიგე, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან გაუშვიათ მისი მეუღლე, რომელიც დეპარტამენტის უფროსი იყო.
მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემდამი ადამიანური დამოკიდებულების გამო, ასევე მოხსნეს ლონდა თოლორაია, მინისტრი ტიკარაძე, არასაკმარისად ადამიანური დამოკიდებულების გამო, გორის ჰოსპიტლის დირექტორი და ახლა ეს კაცი. ძალიან წვრილმან ბოროტ კაცუნებთან გვაქვს საქმე.
რაც შეეხება თამარ აბაშიძისა და სხვების დასმულ ნევროლოგიურ დიაგნოზს. სწორედ ამ მკურნალობაზე მეუბნებიან უარს იმ იმედით, რომ მდგომარეობა სულ უფრო გამიუარესდება და აზროვნებას ვერ შევძლებ; ან მეხსიერებას დავკარგავ და მათ შორის, ასეთი ბოროტებები აღარ მემახსოვრება. ჩემს მიმართ ჩადენილი შეიძლება დავივიწყო, მაგრამ ჩვენს ქვეყანას რაც უქნეს, ამას არ და ვერ დავივიწყებ – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...